კრიმინალი
პეკინის გამზირზე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გაქურდეს
2019-01-10 10:19:56
თბილისში, პეკინის გამზირზე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გაქურდეს.
მაღაზიის მენეჯერის განცხადებით, შემთხვევა ღამის 04:00 საათისთვის მოხდა. მისივე თქმით, კამერებმა სამი პირი დააფიქსირა. მაღაზიაში ამბობენ, რომ ქურდობისას კარი არ გაუტეხავთ.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დგინდება ზარალის ოდენობაც
კომენტარები