0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობაში ბრალდებული ცნობილია, თუმცა შსს-ს ის ჯერ არ დაუკავებია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა გახსნა.

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ გ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გ.ჩ.-ზე ძებნა გამოაცხადა.

პოლიცია აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. მოწმის სახით ათეულობით პირი გამოიკითხა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მარტს, დაახლოებით, 13:30 საათზე, თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე, N1-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ნ.კ. და სხეულზე დაზიანება მიაყენა ამავე ბინაში მყოფ ქალბატონს - თ.ბ.-ს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გადაყარა დანაშაულის ჩადენის იარაღები - მაკაროვის და ბერეტას სისტემების 2 პისტოლეტი, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. ამოღებულ იარაღს შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდა.

ამ დროისთვის, გ.ჩ.-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე, 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობ,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:44

    სამტრედიაში ცოლმა ქმარი მოკლა - დაკავებულია 29 წლი...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19...

  • 15:45

    ,,ფულიც წაიღეს და სუნამოებიც.. ტორტებში ფული არ და...

    ოზურგეთში, არასრულწლოვნებმა პარფიუმერიის მაღაზია გაძარცვეს.მოზარდები დააკავეს, თუმცა კანონის გამო მალევე გაათავისუფლეს. ადგილობრივები ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე ყვებიან.    გუშინ ღამე 10 ს...

  • 14:33

    ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს...

    ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში -  ლილოს წინუბანის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 22 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის ს...

  • 18:36

    სენაკში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეი...

    მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.    შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...

  • 17:14

    დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს...

    გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...