2 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Europcar Georgia World Travel Awards-ის ჯილდოს მფლობელია - საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების კომპანია 2022 წელს აჯამებს

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის Europcar Georgia-სთვის 2022 მნიშვნელოვანი წარმატების წელი იყო. კომპანიამ საერთაშორისო World Travel Awards-ის ჯილდო მოიპოვა და საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების ბრენდის სტატუსი მიიღო. World Travel Awards ტურიზმის სექტორში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა. გამარჯვებულების გამოსავლენად ხმის მიცემის პროცედურაში საერთაშორისო ტურისტები მონაწილეობენ. როგორც Europcar Georgia-ში ამბობენ, წარმატება განაპირობა, ერთი მხრივ, უახლესმა და გამართულმა ავტოპარკმა და, მეორე მხრივ, გუნდმა, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებასა და კომფორტზე.

2022 წელი Europcar Georgia-სთვის წარმატებული იყო შემოსავლებისა და ავტოპარკის ზრდის მიმართულებითაც. 2021 წელთან შედარებით, კომპანიის შემოსავლები 90%-ით გაიზარდა, ხოლო ავტოპარკი - 40%-ით, რასაც პირდაპირპროპორციულად მოჰყვა თანამშრომელთა რაოდენობის მატება. შთამბეჭდავი ციფრებიც სწორედ იმ გუნდს უკავშირდება, რომელიც თავს არ ზოგავდა და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობდა.

კომპანია სამი ძირითადი მიმართულებით ოპერირებს: ავტომობილების დღიური გაქირავება, სატრანსპორტო მომსახურება და საოპერაციო ლიზინგი. როგორც Europcar Georgia-ს დირექტორი სანდრო საყვარელიძე ამბობს, გასულ წელს თითოეულ ამ სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა.

ავტომობილების დღიური გაქირავება

 „ევროპქარი“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი გამავლობის SUV მოდელებს, პრემიუმკლასის ავტომობილებსა და მინივენებს. ავტოპარკი ძირითადად Volvo-ს, Mazda-სა და Toyota-ს უახლესი მანქანებითაა დაკომპლექტებული, რადგან კომპანიისთვის უმთავრესი ხარისხი და სანდოობაა, რომელსაც ეს ბრენდები უზრუნველყოფენ.

„ევროპქარის“ ოფისები მდებარეობს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, თუმცა სერვისები მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომია და მომხმარებელს საშუალება აქვს, შერჩეული ავტომობილი მისთვის სასურველ ლოკაციაზე მიიღოს.

 

სანდრო საყვარელიძე, „ევროპქარის“ დირექტორი: Europcar-ის ავტომობილებზე მოთხოვნა 45%-ით პროცენტით გაიზარდა, რაც განპირობებულია როგორც ბრენდის სახელითა და სანდოობით, ისე მომსახურების ხარისხით. გასულ წელს ავტომობილების დღიურად გაქირავების მიმართულებით ყველაზე მოთხოვნადი მაღალი გამავლობის მანქანები იყო. ავტოპარკის გაზრდა ჩვენს გეგმებში ნამდვილად არის, რათა მომზადებული შევხვდეთ 2023 წელს.“

საოპერაციო ლიზინგი

 ქართულ ბაზარზე „ევროპქარის“ გამოჩენის დროს საოპერაციო ლიზინგის კულტურა ჯერ კიდევ არ იყო და ამ მიმართულების განვითარებაში კომპანიას დიდი წვლილი მიუძღვის. Europcar-მა 2022 წელს გრძელვადიანი თანამშრომლობა გააფორმა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კომპანიებთან და ავტოპარკის 40%-იანი ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი  ფაქტორი სწორედ კორპორაციული სეგმენტი გახდა.

სანდრო საყვარელიძე, „ევროპქარის“ დირექტორი: „საოპერაციო ლიზინგი მაქსიმალურად არის მორგებული კომპანიის ინტერესებზე და თავიდან არიდებს მათ ავტოპარკთან დაკავშირებულ საზრუნავებს. ეს კი ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, უკეთ მართონ როგორც ფულადი, ისე ადმინისტრაციული რესურსები, გადაიხადონ ფიქსირებული გადასახადი ყოველთვიურად და ამით თავი აარიდონ გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებებსაც და გაუთვალისწინებელ ხარჯებსაც. გამოთავისუფლებული  რესურსი კი სრულად მიმართონ საკუთარი ბიზნესის განვითარებისკენ“.

სატრანსპორტო მომსახურება კომპანიებისთვის

Europcar-ისთვის 2022 წელი წარმატებული იყო სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებითაც. ამ სერვისის უპირატესობა სერტიფიცირებული მძღოლები, გამართული ავტოპარკი და სპეციალურად მომხმარებლისთვის შექმნილი  უახლესი მობილური აპლიკაციაა, რაც მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფსა და მოსახერხებელს ხდის. სატრანსპორტო მომსახურებით ძირითადად საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები სარგებლობენ, რომლებიც, ერთი მხრივ, ზრუნავენ ხარჯების შემცირებაზე და, მეორე მხრივ, ავტომობილების მაქსიმალურად ათვისებაზე.

 

Superflex

„ევროპქარის“ სერვისებზე მოთხოვნის ზრდამ კომპანიას უბიძგა, კიდევ ერთი ახალი პროდუქტი - Superflex დაემატებინა, იგივე „ავტოსაბსქრიფშენი“, რაც მანქანის ფლობის ინოვაციური სერვისია. მომხმარებელს საშუალება აქვს, სასურველი ავტომობილით მისთვის მისაღები პერიოდით ისარგებლოს, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულების გარეშე - გადაიხადოს მხოლოდ შესაბამისი პაკეტის ყოველთვიური საფასური და გამოიყენოს სხვადასხვა მარკის ავტომობილი.

სანდრო საყვარელიძე, „ევროპქარის“ დირექტორი: „ამ პროდუქტის დანერგვა სწორედ ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ განაპირობა. გამოცდილებამ დაგვანახვა, რომ ხშირია მოთხოვნა პრემიუმ და ელიტკლასის ავტომობილებზე. პროდუქტის ჩაშვების დღიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება წამოვიდა მომხმარებლის მხრიდან, რაც პირდაპირ აისახა გაქირავებებზე. ამ პროდუქტმა საშუალება მოგვცა, ბაზრისთვის დამატებით შეგვეთავაზებინა პრემიუმ ხაზის ისეთი ავტომობილები, როგორიც Porsche-ს მოდელებია“.

 2023 წელს Europcar კიდევ უფრო დიდი გეგმებით იწყებს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ავტოპარკი იყოს მუდმივად მზარდი და მაქსიმალურად მოიცვას მთელი მსოფლიოდან საქართველოში შემოსული ვიზიტორები. ეს პროცესები კი შემოსავლების გაორმაგებასა და გუნდის ზრდაზე პირდაპირ აისახება. წელს კომპანია კავშირებისა და პარტნიორობის გაფართოებას გეგმავს როგორც ადგილობრივ, ისე აშშ-ისა და ევროკავშირის ორგანიზაციებთან.

 

--

Europcar Georgia „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. ახლა უკვე საქართველოში პირველად Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...