1 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ადვოკატი - „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს - რაც შეეხება ასაფეთქებელ მოწყობილობას, ის სათამაშოებიდან იყო აწყობილი

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილილაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსიას ადვოკატი„ინტერპრესნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს და თავდასხმის სავარაუდო მიზეზზე საუბრობს.

როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე წუთით შევხდა. ადვოკატის თქმით, გრიგოლ ნარსიას შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს და ვარაუდობს, რომ ბანკში შეჭრაც სწორედ აღნიშნულსა და მძიმე სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება.

„საქმის მასალების გასაცნობად ახლა მივდივარ, მეტი ინფორმაცია მოგვიანებით მექნება, ვინაიდან ბრალდებულს კვლავ უნდა შევხვდე დ საქმესთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაცია მექნება. ძალიან მოკლეხნიანი შეხვედრა მქონდა,თავის ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი, შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აქვს კარგი, ეს ვიცი მისგან. ამ ფაქტამდე ჰყავდა შვილი ცუდად, ვფიქრობ, რომ ბანკში შესვლაც სწორედ უსახსრობის გამო მოხდა. შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს“, - აღნიშნავს ადვოკატი.

კითხვაზე, თუ რას ამბობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხელყუმბარასთან დაკავშირებით, ადვოკატი პასუხობს, რომ გრიგოლ ნარსიას განმარტებით, „შესაძლოა, ის ნამდვილი არ იყოს“, დანარჩენი მოწყობილობები კი, რაც ტანზე ჰქონდა, ის სათამშოებიდან ააწყო“. 

„იარაღთან, ასაფეთქებლებთან დაკავშირებით საუბარი მქონდა, ასაფეთქებლები ნამდვილი არ იყო, სათამაშო იყო ეს ყველაფერიო. ხელყუმბარასთან დაკავშირებით დავუსვი შეკითხვა და შესაძლებელია, ხელყუმბარაც ნამდვილი არ იყოსო, ასეთი პასუხი გამცა. ტანზე რაც ჰქონდა, ყველაფერი სათამაშოდან იყო აწყობილიო“, - აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ უფლებადამცველი.

მისივე თქმით, გრიგოლ ნარსია დიდი ხნის წინ, დაცვის პოლიციაში მუშაობდა, ახლა კი, უმუშევარი იყო. ადვოკატი ფიქრობს, რომ მუხლები, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, საბოლოოდ, გამოყენებული არ იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...