0 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„იარაღის შუბლზე მიდებით გაყავდა მშობლების სახლიდან…. ბავშვის სიცოცხლით აშანტაჟებს“ – ნინო დანელია სამართალდამცველებს მიმართავს

„იარაღის შუბლზე მიდებით გაყავდა მშობლების სახლიდან…. ბავშვის სიცოცხლით აშანტაჟებს“ –  ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო დანელია წერს.

”მეგობრებო, ბოდიშს გიხდით უცენზურო სიტყვების გამოფენისთვის, მაგრამ საქმე ეხება კონკრეტული ადამიანებისთვის, პირველ რიგში ქალებისა და ბავშვებისთვის საშიშ ადამიანს, მოძალადეს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი საშინლად სცემეს. მოძალადედ ასახელებდნენ გიორგი ახვლედიანს. ქალმა არ იჩივლა, მისმა თანამშრომლებმა იყოჩაღეს და პოლიციას მიმართეს. ქალს ჰყავს პატარა ბავშვი და ეჭვი მაქვს, რომ მოძალადე სწორედ ბავშვის სიცოცხლით აშანტაჟებს და აიძულებს, რომ ჩუმად იყოს. რა მიჩენს ასეთ ეჭვს? ცოტა ხნის წინ გავიგეთ თავზარდამცემი ამბავი ლიკუნა დილევსკაიას, ახალგაზრდა არაჩვეულებრივი გოგოს გარდაცვალების შესახებ, რომელსაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რაც საგრძნობლად გააუარესა ქმრის მიერ მასზე წარმოუდგენელმა განმეორებითი ხასიათის ძალადობამ. ლიკასაც სწორედ შვილის და მისი ახლობლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით აშანტაჟებდა და იარაღის შუბლზე მიდებით გაყავდა მშობლების სახლიდან. ლიკუნას ოჯახმა ყველაფერი გააკეთა და გამოსტაცეს დედა-შვილი ხელიდან მოძალადეს. ამასობაში, ახვლედიანის დედა მისი შვილის მსხვერპლ ქალებს ეუბნებოდა, რომ მათ ეს ამბავი არ უნდა გაეხმაურებინათ, რომ ეს ამბავი ყველა ოჯახში ხდებოდა, ტონალური კრემებით აიძულებდა ქალებს სილურჯეები და სისხლჩაქცევები დაეფარათ. ახვლედიანი უკვე იჯდა ციხეში ყოფილ ცოლზე, ლიკა დილევსკაიაზე ძალადობისთვის, მაგრამ სასჯელი მოიხადა, გამოვიდა და ისევ აგრძელებს ქალებზე ძალადობას და პატარა ბავშვების სიცოცხლით მუქარას. ქვემოთ ვდებ მისი პოსტების სქრინებს, რომელიც მეგობარმა გამომიგზავნა. ემუქრება ჟურნალისტებს, მოწმეებს, ვინც პროკურატურას ჩვენებას აძლევს. სანამ გვიან არ არის, უნდა გავაჩეროთ ეს კაცი და მისი ხელის დამფარებლები (მათ შორის დედა, რომელიც ძალადობის თანამონაწილე და დანაშაულის დამფარავია).

რა ხდება განმეორებითი ძალადობის დროს? როგორ შეგვიძლია არასრულწლოვანების დაცვა მოძალადე მშობლებისგან და ძალადობრივი გარემოსგან? რისი გაკეთება შეიძლება, რომ მორიგი ტრაგედია ავიცილოთ თავიდან?” – წერს ნინო დანელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...