1 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, იანვრის საქონლით ვაჭრობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, როგორც წლიურად, ასევე პანდემიის საბაზო ეფექტის გამორიცხვითაც. გზავნილების დინამიკა კი იანვარშიც სტაბილურად ძლიერი იყო. ამასთან, საქონლით ვაჭრობის მსგავსად, იანვარში ტურისტული შემოსავლების აღდგენაც აჩქარდა, რაც მიმდინარე წელს, 2019 წელთან შედარებით, 75-80%-ზე მეტი შემოდინებების ალბათობას ზრდის. ასეთ შემთხვევაში კი, იანვრის სავარაუდოდ ორნიშნა ზრდით დაწყებული, სრული 2022 წლის ეკონომიკის ზრდა 5.5%-6.0%-ზე მეტი იქნება. ამასთან, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მთავარ რისკ ფაქტორად რჩება.

 

საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების შემოდინებების ბალანსი, დეკემბრის მსგავსად, იანვარშიც პოზიტიური იყო, თუმცა, ამჯერად მხოლოდ სეზონური შესწორების გარეშე. როგორ უნდა მოვახდინოთ აღნიშნული ბალანსის ლარზე ზეგავლენის შეფასება, სეზონურობით თუ სეზონურობის გარეშე? პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა აღქმა აქვთ სავალუტო ბაზრის მონაწილეებს ლარის კურსის წლის განმავლობაში სეზონურობასთან დაკავშირებით. თუ სეზონური მერყეობის შესახებ ბაზარი კარგად ინფორმირებულია, ლარის კურსის სეზონურობა აღარაა მოსალოდნელი, რადგანაც სავალუტო ბაზრის მონაწილეები წლის განმავლობაში ამ ფაქტორით გამოწვეულ მერყეობას დააბალანსებენ. მართალია, საქართველოში სავალუტო ბაზარი ისეთი ღრმა და განვითარებული არაა, როგორც მაგალითად ევრო/დოლართან დაკავშირებული ოპერაციები, თუმცა, შედარებით გათვითცნობიერებულ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მონაწილეთა რიცხვი მაინც მაღალია. ამდენად, იმ ფონზე, როდესაც წმინდა შემოდინებების საკმაოდ გამოკვეთილი სეზონურობა სამომავლოდაც მოსალოდნელია, არაა აუცილებელი, რომ ლარის კურსიც სეზონური იყოს. მართლაც, მართალია ბოლო წლებში ლარის კურსის სეზონურობას ჰქონდა ადგილი, რაც ერთი მხრივ, ტურისტული შემოდინებების ხვედრითი წილის ზრდითა და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიზეზით ლარის მეტი მერყეობით იყო გამოწვეული, თუმცა, ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს პანდემიის დაწყებამდეც, ლარის კურსის სეზონურობა ისეთი გამოკვეთილი აღარაა. ამდენად, თიბისი კაპიტალის აზრით, ლარის კურსის მხრივ, სეზონურად შესწორებული მაჩვენებლები ასევე გასათვალისწინებელია. მთლიანობაში, იმ დაშვებით, რომ ლარის სეზონურობა ლარის კურსში სრულად ასახული ჯერ კიდევ არ არის, არარეზიდენტების ლარში ინვესტორებისაგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ იანვრის საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების შემოდინებების ბალანსი იანვარში ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენდა.

 

წინა კვირაში, საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა 2021 წლის მე-4 კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები. მოლოდინების შესაბამისად, სამუშაო ძალის ბაზრის სრული აღდგენისათვის, მშპ-სთან შედარებით, მეტი დროა საჭირო. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, სამუშაო ადგილების 2019 წლის მაჩვენებლებთან დაბრუნება მიმდინარე წელს, ან ყველაზე გვიან 2023 წლის დასაწყისში უნდა მოხდეს. ასევე, მართალია ჯერ ხელფასების 2021 წლის მე-4 კვარტალის მაჩვენებლები გამოქვეყნებული არაა, თუმცა სავარაუდოა, რომ საშუალო რეალური ხელფასი 2019 წლის დონეს მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი ნახევარში გადააჭარბებს.

 

თიბისის მთავარი ეკონომისტის 21 თებერვლის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...