0 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Viber -თან პარტნიორობით საქართველოს ბანკმა ონლაინ გადარიცხვების სერვისი დანერგა

საქართველოს ბანკი ინოვაციების დანერგვას აგრძელებს. პირველად საქართველოში, ონლაინ გადარიცხვების განხორციელება Viber-ის მეშვეობით ხდება შესაძლებელი. ამიერიდან საქართველოს ბანკის მომხმარებელი მარტივად და კომფორტულად, Viber-ის აპლიკაციაშივე შეძლებს განახორციელოს სასურველი ფულადი ტრანზაქციები.  სიახლის დანერგვა  MasterCard-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

 

პროექტი უკვე დიდი წარმატებით სარგებლობს უნგრეთში, რუმინეთში, უკრაინასა და ბელორუსში. საქართველოში კი ის პირველად,  საქართველოს ბანკის მიერ ინერგება.

 

სერვისით სარგებლობისათვის ადრესატის მხოლოდ მობილური ტელეფონის  ნომრის ცოდნა ან მათი Viber-ის კონტაქტების სიაში დამატებაა საჭირო. გადარიცხვების განსახორციელებლად მომხმარებლებს საბანკო ანგარიშების ერთმანეთთან გაზიარება არ დასჭირდებათ.

 

Viber-ის მეშვეობით გადარიცხვების განსახორციელებლად აუცილებელია ფლობდეთ ქართულ საბანკო ბარათს, ხოლო Viber-ის ანგარიში კი დაკავშირებული იყოს ქართულ მობილური ტელეფონის ნომერთან. ამ ეტაპზე გადარიცხვების განხორციელება ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანხა გადარიცხვისთანავე აისახება ბარათზე, უქმე დღეებშიც კი.

 

„ტექნოლოგიების დახმარებით, საბანკო და ფინანსური მომსახურება უფრო და უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება. საქართველოს ბანკიც სწორედ ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე დაყრდნობით აგრძელებს მარტივი გადაწყვეტილებების დანერგვას, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული. Viber-ის აპლიკაციაში ინტეგრირებული სერვისის მეშვეობით, მომხმარებელი სულ რამდენიმე წამში შეძლებს სასურველი გადარიცხვის განხორციელებას. დარწმუნებული ვართ, სიახლე არაერთი მომხმარებლისთვის გახდება ონლაინ გადარიცხვების ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდი “, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.

 

“შეტყობინებების პროგრამების სულ უფრო აქტიურად გამოყენებასთან ერთად საგრძნობლად იხვეწება მათი ფუნქციონალიც: დღეს აღნიშნული აპლიკაციები აღარ შემოიფარგლება მხოლოდ შეტყობინებებისა და დარეკვის ფუნქციებით და სულ უფრო მეტ მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს როგორც ყოველდღიური კომუნიკაციის გასამარტივებლად, ასევე ყოველდღიური საჭიროებების საპასუხოდ. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ გადარიცხვების სერვისი, რომელიც  Viber-ის მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, აპლიკაციიდან გაუსვლელად, თანაც უსაფრთხოდ, განახორციელონ ფულადი გადარიცხვები“, - განაცხადა  კონსტანტინე კოსტადინოვმა, Rakuten Viber-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და CIS-ის  ქვეყნებში გაყიდვების უფროსმა დირექტორმა.

 

„მსოფლიოში  სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ინოვაციურ ახალ ტექნოლოგიებს, რათა გადახდები/ გადარიცხვები უფრო სწრაფად და მარტივად განახორციელონ.  მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ Rakuten Viber-თან და საქართველოს ბანკთან ჩვენი პარტნიორობით, მომხმარებლები უკვე შეძლებენ, უსაფრთხოდ გაგზავნონ P2P გადახდები თავიანთი შეტყობინებების აპლიკაციაში ისევე მარტივად, როგორც ეს თავად შეტყობინებების გაგზავნაა. გარდა ამისა, Mastercard-ის მფლობელებისთვის პირველი 6 თვის განმავლობაში ბარათებზე გადარიცხვის საკომისიო უფასო იქნება. ამავდროულად, Viber, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მესინჯერი საქართველოში, რაც შეიძლება ფართოს ხდის ასეთი გადარიცხვებით პოტენციურ მოსარგებლეთა დიაპაზონს და, შესაბამისად, მაქსიმალურად მოსახერხებელს მომხმარებლისთვის“, - აღნიშნა იგორ სტეპანოვმა, Mastercard-ის  რეგიონულმა მენეჯერმა საქართველოსა და სომხეთში.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...