1 8 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საგენგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კოლეგებს და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პრევენციის კუთხით, მათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს.

„მინდა, დავიწყო მადლობით. მადლობა მინდა, გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, ექიმს, ექთანს, ვინც პანდემიის პერიდოში ჩემთან ერთად დაუღალავად იბრძოდა ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით ეკიდებოდა გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად ვიღებდით. მადლობა სამინისტროს გუნდს, რომლებიც დაუღალავად ებრძოდნენ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე.

სამინისტროს გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა. ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო და არის დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად. მიუხედავად, იმისა, რომ იყო რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და მთავარი სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

„გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ ჩემი შემდეგი საქმიანობა გავაგრძელო პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემები. ვთვლით, რომ იმ პროექტებით, რომლებიც იქნა დაწყებული და განხორციელებული, განვითარების გარკვეული ეტაპი უკვე დაიხურა, ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე და ამ ეტაპზე მე საქართველოს შევუერთდები უკვე პარტიიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...