1 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით TEDxYouth@Tbilisi-ი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 21 ნოემბერს, შატო მუხრანში,  TEDxYouth@Tbilisi-ი გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სპიკერები მსმენელს საკუთარი ინოვაციური ხედვის, პროდუქტის თუ იდეის შესახებ მოუყვნენ. TED-ის მიერ ლიცენზირებული ადგილობრივი ღონისძიება 25 წლამდე ასაკის საინტერესო ადამიანებისა და მათი ორიგინალური იდეების პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

 

ღონისძიების ტრანსლაცია TEDxYouth@Tbilisi-ის Facebook-ის გვერდის Live-ის საშუალებით მოხდა. თითოეული გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და მსმენელებს გამომსვლელებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სპიკერები ისეთ თემებს შეეხენ, როგორიცაა: წარმავლობა, საკუთარი თავის ძიება, სამყაროს ინტერპრეტაციის სხვადასხვა გზები, პირადი სივრცის მნიშვნელობა, საკუთარი პროფესიის ძიება და სხვ.

 

სპიკერებს შორის იყვნენ:

·         გიორგი მაჭარაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი და მთარგმნელი

·         ტბელ აბუსერიძე - ფოტოჟურნალისტი

·         ქეთა ბაღაშვილი - Beauty Lab-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და  სოლო მოგზაური

·         რუსუდან ინალიშვილი - პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრის სტუდენტი, ქოფირაითერი და პირველი ქართული plus-size ბლოგის შემქმნელი

·         თეიმურაზ თეთრაშვილი - კონტენტ ფროდაქშენ სტუდიო “სამსარას” დამფუძნებელი

„რამდენიმე წელია, სტუდენტური ბარათის ფარგლებში საქართველოს ბანკი TEDxYouth@Tbilisi-ს უწევს პარტნიორობას. თანამშრომლობის მიზანი კი სტუდენტებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, მათი  იდეების მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. სტუდენტების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ  მიმართულებად რჩება. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე, მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს აღმოჩენების გაკეთება და ახალი შესაძლებლობების პოვნა“,  - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა TEDxYouth@Tbilisi-სთვის გვემასპინძლა. პირველად ქართული TEDxYouth@Tbilisi-ის ისტორიაში, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მაყურებელი ღონისძიებას Facebook-ის Live-ის საშუალებით დაესწრო. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბანკს იმისთვის, რომ დაარსებიდან უდგას გვერდით ამ ფორმატს და გვეხმარება ინოვაციების და ინოვატორების პოპულარიზაციაში“, - განაცხადა TEDxTbilisi-ის  დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი გაბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, TEDx არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს.  საქართველოში TEDx ფორმატი 2012 წლიდან ორი ღონისძიებით - TEDxTbilisi (სტანდარტული ღონისძიება) და TEDxYouth@Tbilisi (ახალგაზრდული ღონისძიება) არის წარმოდგენილი. ორივე ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ინოვაციური და საინტერესო იდეები/ადამიანები, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ პროგრესსა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას გლობალურ სივრცეში. ამ მიზნის მისაღწევად მოხალისეთა გუნდი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ ფორუმს, რომელზეც სიტყვით გამოდიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი სპიკერები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...