1 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანი „კაიამ“ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და განვითარებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა სახელმწიფო პროგრამა- „აწარმოე საქართველოსთან" ერთად კომპანია „კაიას" მზის პანელების ელექტროსადგურის განთავსებისთვის ფინანსური რესურსი გამოუყო.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 185 000 ლარს შეადგენს, რაც სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა. მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ კომპანია 110 კვტ-ის სიმძლავრის სადგურით დაახლოებით 150 000 კვტ/სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, რაც ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის ფონზე, კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს ფინანსური რესურსი და ის წარმოების სამომავლო განვითარებას მოახმაროს.

კომპანია „კაია" ქართული მძიმე მრეწველობის სექტორში საქმიანობს. ის 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აწარმოებს ლითონის სამშენებლო და სახარჯ მასალებს.მის წარმოებაში არსებული ლითონის მასალები ფართოდ გამოიყენება როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებით. კომპანია მრავალპროფილურია. კომპანია პროდუქციას სარეალიზაციოდ აწარმოებს და ღირსეულ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ ნაწარმს.

„ჩვენი ერთგული პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაგრძელებთ მუდმივ განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მხრიდან მიღებული დაფინანსების პარალელურად კომპანიამ მიიღო „აწარმოე საქართველოს" დაფინანსებაც. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 245 000 ლარს, საიდანაც კომპანიის მხრიდან გასაწევი ხარჯი მხოლოდ 7000 ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის და გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ სამომავლო გაფართოებაზე, ახალი ტექნოლოგიების ათვისებაზე, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე",- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ილია ბაჩანიძემ.

„მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ეროვნულ საქმეში, რასაც ქართული მძიმე მრეწველობის წახალისება და ხელშეწყობა ჰქვია. სასიამოვნოა, რომ ეს ჩვენი და „კაია"-ს უკვე მესამე წარმატებული ერთობლივი პროექტია, რომელიც ბანკის პარტნიორ კომპანიასთან „ჰელიოს ენერჯისთან" ერთად განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ „კაია" მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. მიგვაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან წინსვლაზე და არ ჩერდებიან, ნადვილად შეძლებენ წარმატების მიღწევას. ბანკში გვჯერა, რომ თუკი ხელს შევუწყობთ ასეთ ბიზნესებს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებეული ეკონომიკის მშენებლობას",- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...