2 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ღარიბაშვილი: თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში 3 წელი აღარ გვექნება არჩევნები

ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სამი წელი არჩევნები აღარ იქნება. ამის შესახებ მან ჩოხატაურის მერობის კანდიდატის წარდგენაზე ისაუბრა.

“მინდა, ასევე, გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში 3 წელი აღარ გვექნება არჩევნები და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რეალური საქმე ვაკეთოთ, რეალური, რომელიც მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ქვეყნის საქმეა გასაკეთებელი და ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე უნდა დავუდგეთ გვერდში”, – განაცხადა მან.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები