2 3 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეკატერინე ტიკარაძე - პიკს გავდივართ, სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება

საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს, სტატისტიკა მზარდი იქნება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„როგორც უკვე მედიასთან არაერთხელ განვაცხადე, რა თქმა უნდა, ჩვენ გავდივართ პიკს. დღეს ჯერ გვაქვს საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგებისთვის და ჯანდაცვის სექტორისთვის ნიშანია, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება. დღეს გვაქვს 46 ათასამდე აქტიური შემთხვევა. ამ შემთხვევების უმეტესობის ნაწილი ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან იმართება ბინაზე. 8 ათასამდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით, საიდანაც ძირითადი წილი, რა თქმა უნდა, მოდის თბილისზე.

ჩვენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით თბილისში ინფექციის გავრცელების საკმაოდ მაღალ სიჩქარეს, რაც პირველ რიგში უკავშირდებოდა იმას, რომ გარკვეული მიგრაციიდან გამომდინარე ადამიანები ავადდებოდნენ სხვადასხვა რეგიონში და შემდეგ ბრუნდებოდნენ თბილისში, მათ საცხოვრებელ ადგილებში.

ჩვენ ვაკვირდებით, რომ რეგიონების ჭრილში, ინფექცია არის მზარდი, საწოლების მობილიზაცია, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს რეგიონების დონეზე. დღეს თბილისში 3 ათასზე მეტი პაციეტი გადის სტაციონარულ მკურნალობას, 900-მდე აჭარაში, 1000-მდე პაციენტი- იმერეთში.

დადებითი დღეს არის ის, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ყოველდღიურად ვაკვირდებით მატებას, რომ ადამიანები უფრო და უფრო მაღალი ნდობით არიან ვაქცინის მიმართ განწყობილები, შესაბამისად, იღებენ გადაწყვეტილებას. ეს ძალიან კარგია, თუმცა, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სხვა წარმომადგენლები არაერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაციის შედეგები იქნება შედარებით მოგვიანებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ შევძლოთ ინფექციის მართვა და არსებული პიკის სტაბილიზაცია მოხდეს, მნიშვნელოვანია ინტენსიური პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და რეგულაციაზე ადეკვატური რეაგირება საზოგადოების მხრიდან“,-აღნიშნავს ტიკარაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...