0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გამჭირვალობის" ანგარიში: 2020 წელს "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ რეკლამაზე 15 მილიონ ლარამდე დახარჯა

ჩამოტვირთვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქართული პოლიტიკური პარტიების 2020 წლის დაფინანსების საკითხები შეისწავლა და შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:

საარჩევნო სუბიექტებმა მთლიანობაში 60 221 705 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რომლის თითქმის ნახევარი (48.4%) - 29 166 087 ლარი „ქართული ოცნებაზე" მოდიოდა. 8 037 276 ლარით მეორე ადგილზე ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ხოლო მესამეზე – „ლელო“ 8 036 077 ლარით

რვა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჯამში 46 586 370 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან დაახლოებით ნახევარი - 23 881 521 ლარი „ქართული ოცნებაზე" მოდიოდა, 7 975 594 ლარით მეორე ადგილზე იყო „ლელო”, ხოლო მესამეზე 5 740 011 ლარით საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შემავალი პარტიები იყვნენ

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს დაახლოებით 158 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების" სასარგებლოდ

8 პოლიტიკურმა სუბიექტმა სულ 60 267 443 ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 49% - 29 817 933 ლარი „ქართული ოცნებაზე" მოდიოდა, 7 995 487 ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ლელო”, მესამეზე კი - ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” შემავალი პარტიები 7 818 767 ლარით

2020 წელს დაახლოებით 11.7 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.8 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ

სარეკლამო ხარჯებმა ჯამური ხარჯების არსებითი ნაწილი (59%) შეადგინა და მისმა ოდენობამ 32 მლნ ლარს გადააჭარბა

მართველმა პარტიამ რეკლამაზე 14 387 881 ლარი დახარჯა, რაც ყველა პარტიის სარეკლამო დანახარჯების 45% იყო

 ჩვენი რეკომენდაციაა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, აღიჭურვოს საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწიოს ზედამხედველობა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები