2 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ამნისტიის ორ პროექტს შორის - ელისაშვილი

ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ამნისტიის შესახებ მმართველო გუნდისა და ოპოზიციის პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ „მოქალაქეების“ მხარდაჭერას მეორე მოსმენისთვის მხოლოდ შეჯერებული პროექტი მოიპოვებს.

“გუშინ მთელი დღე დავკარგეთ არასაჭიროდ. მთელი დღე ვისხედით. ჩემთვის გაუგებარია ან აქედან ან იქიდან გაჯიქება, ეს რა წესია ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული?! მითუმეტეს, გამორთულ კამერებთან სხვანაირები რომ არიან და ჩართულთან სულ სხვანაირად ლაპარაკობენ, ეს არის კიდევ გაუგებარი. ჩვენ ვფიქრობთ, პრინციპების დონეზე შეთანხმება და ერთი პროექტის გატანა ძალიან მარტივია, მაგრამ ორივე გაჯიქებულია ერთნაირად. არც ერთი არ არის ისეთი საკითხი, რომელზეც დგას საქართველოს მომავალი.

თანხმობა თუ არ მოიხსნება, ესე იგი ვეღარ აყვავდება ეს ქვეყანა? ნიკა მელია რას იტყვის არ მაინტერესებს. რესურსი შეთანხმების არსებობს. არ არის ისეთი არაფერი განსხვავება და მითუმეტეს, არ არის ამნისტია ისეთი საკითხი, რომელზეც საქართველოს მომავალია დადებული. ვისაც უნდა შეეხოს, ყველა იძახის არ მინდაო, შესაბამისად, ამაო ძალისხმევაა. ჩვენ ავანსად გავეცით ჩვენი მხარდაჭერა გუშინ და ოპოზიციის პროექტსაც ავანსად დავუჭერთ მხარს, მაგრამ კომპრომისული ვარიანტი თუ არ იქნება, არ დავუჭერთ მხარს მეორე მოსმენაზე,” – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...