0 9 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რიონის ხეობის მცველების პროტესტი რომ არა მხოლოდ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტია, ესეც ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება - ნიკოლეიშვილი

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ნამახვანჰესის საწინააღმედგო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ, ვინ და რა მიზნით დაგეგმა აქცია. ნიკოლეიშვილის შეფასებით, აღნიშნული პროტესტი მხოლოდ ნამახვანჰესის წინააღმდეგ არაა მიმართული:
„ვინ, როგორ და რა მიზნით დაგეგმა ეს აქცია, ამით აუცილებლად შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ, და არა მარტო უნდა დაინტერესდნენ არამედ სიმართლეც უნდა დაადგინონ და ასევე აუცილებლად უნდა უთხრან საზოგადოებას !
ნამაჰვასენსის წინააღმდეგ პროტესტი რომ არა მხოლოდ ნამაჰვასენსის წინააღმდეგ პროტესტია, ესეც ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება, იმ ფონზე როდესაც ორგანიზატორი ყმაწვილი, მუდმივად დედის კარნახით (ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე გამახსენდა), ჯერ დედაქალაქის პარალიზებას აანონსებს, მერე უარს აცხადებს პარლამენტის თავჯდომარესთან შეხვედრაზე, ქუჩაში ჩამოდი და იქ დავილაპარაკოთო...მერე კი მსვლელობას იწყებს თავისი მხარდამჭერებით, უფრო სწორედ აქეთ-იქით უაზროდ დაატარებს და სიტუაციის დაძაბვას ცდილობს, ბოლოს კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი აღლუმის ჩაშლის მოწოდებით გამოდის, დამაფიქრებელია, ძალიან დამაფიქრებელია და სულაც არ მეჩვენება ეს ყველაფერი შემთხვევით!
ეს არ არის დემოკრატია და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ამას სხვა რამე ჰქვია და ამ სხვა რამეს სხვა პასუხი უნდა გაეცეს!
ეს პასუხი კი შემდეგი უნდა იყოს-ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ სხვადასხავა სცენარით ქვეყანაში ამ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობებს!" - წერს ნიკოლეიშვილ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...