1 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას და შემდეგ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა წასვლა თუ არ უნდა – შალვა პაპუაშვილი

პირველ რიგში, ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას და შემდეგ, თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა თუ არ უნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია ბოდიშს არ მოიხდის, სულ მცირე იმის გამბედაობა მაინც უნდა ეყოს, რომ მოიკითხოს, რა გადაიტანა ცესკო-ს თავმჯდომარემ არჩევნების შემდგომ პერიოდში, როდესაც მასზე პერსონალური შეტევა ხორციელდებოდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თავად ის ფაქტიც, რომ ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტში მუშაობა არ სურს საპარლამენტო არჩევნების თემასთან დაკავშირებით, ადასტურებს, რომ მათ არანაირი არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ აქვთ.

„მე ვფიქრობ, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს, სად იმყოფება. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ გავაგრძელეთ საგამოძიებო კომისიის ვადა, რომელიც მუშაობს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და გახსოვთ თქვენ, ოპოზიციამ იქ ისაუბრა, რომ ეს კომისია რაღატომ არის საჭირო, ხომ არსებობს 19 აპრილის შეთანხმება და მოდით წინ გავიხედოთო, 6 თვე თუ მეტი,ოპოზიციამ ეს ქვეყანა აჯანჯღარა იმით, რომ იყო არჩევნები გაყალბებული და ახლა როცა აქვს შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, მტკიცებულებები წარმოადგინონ, ამაზე უარს ამბობენ, ეს აჩვენებს, რომ არანაირი არგუმენტი გაყალბებულ არჩევნებზე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა თუ არ უნდა. ბოდიში მოსახდელი აქვს ბევრს ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიას მიმართ, მათ შორის, ოპოზიციას, მათ შორის, „სამართლიან არჩევნებს“ და სხვებს, ვინც დააბრალა მას ისეთი რაღაცები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ვერაფრით ვერ დაამტკიცეს და ბოდიშს თუ არ მოიხდიან, მინიმუმ ის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და ჰკითხონ, არჩევნების შემდეგ რა გადაიტანა ამ ადამიანმა, რა დონის შეტევა იყო მის მიმართ პიროვნულად და მინიმუმ ის მაინც მოიკითხონ, რას გრძნობდა ეს ადამიანი იმ დღეების განმავლობაში,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...