2 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში, მათი სახელი დავიწყებას მიეცემა – სუბარი

უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, “ოპოზიციური ველი მოსუფთავდება” და მათ ადგილს სხვები დაიკავებენ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციას არა მედიატორის ჩართულობა, არამედ ქუჩაში დგომა და “სტვენა” უნდა.

„თუკი ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში, უბრალოდ, მათი სახელი დავიწყებას მიეცემა, ოპოზიციური ველი მოსუფთავდება და ახალი ოპოზიციური პარტიები აღმოჩნდებიან, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. კარგი იქნება, ეს გაითავისოს და გაითვალისწინოს ყველა ოპოზიციონერმა ლიდერმა, მათმა მხარდამჭერებმაც და მთლიანად პარტიებმა. თუმცა, მხარდამჭერებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, მათ ეს გათავისებული აქვთ, ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა.

ჩვენ მზად ვართ ვადამდელი არჩევნებისთვის, თუ არჩევნები გაყალბდა. თუ არ გაყალბდა, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ მთავრობა ფუნქციონირებდეს, ვიღაცას შედეგი არ მოსწონდეს, ამის გამო არჩევნები ტარდებოდეს. მართლა ვეუბნები ოპოზიციას, კიდევ ერთხელ მივმართავ, 2024 წლამდე მათი ადგილი ამ პოლიტიკაში არ დარჩება, თუ ახლა პარლამენტში არ შემოვლენ იმიტომ, რომ ქუჩაში დარჩებიან. მათ ადგილს სხვები დაიკავებენ, მე მათ ვაფრთხილებ“,- თქვა სუბარმა პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...