0 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სუსის ყოფილი თანამშრომელი ყვება, როგორ დაუმონტაჟეს ანა დოლიძეს სახლში ფარული თვალთვალის აპარატურა

მთავარმა არხმა გამოაქვეყნა  ინტერვიუ პირთან, რომელიც ხელისუფლებისგან სხვადასხვა პირების თვალთვალის და მიყურადების დავალებებს ასრულებდა, მათ შორის  ბინებში სათვალთვალო კამერებს აყენებდა.

სუსის თანამშრომელი, ივანე გულაშვილი დღეს უკვე ციხეშია. მისი  მთავარი ფუნქციაც სუს-ში სხვის ბინებში შეღწევა და იქ ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო. მას არ ეუბნებოდნენ, ვისი სახლის კარის გასახსნელად უშვებდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის ამოცნობა მან თვითონ შეძლო – მაგალითად, ინტერვიუში მან აღწერა სახლი დიღომში, სადაც სათვალთვალო მოწყობილობა დააყენა. მისი თქმით, ის ფოტოებით მიხვდა, რომ ანა დოლიძის ბინაში იმყოფებოდა.  ანა დოლიძე ადასტურებს, რომ ნამდვილად მის ბინაზეა ლაპარაკი.

კამერების დაყენება უკანონოდ ხდება და მთავარი მიზანი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება და შემდეგ ადამიანების შანტაჟია.

გულაშვილი ყვება იმასაც, თუ როგორ აკვირდებოდნენ 20 ივნისის აქციის მიმდინარეობას მის მიერ დამონტაჟებული კამერებით გახარია, მისი მოადგილე საბანაძე და გომელაური; და როგორ გაანადგურეს შემდეგ ეს მასალა – სავარაუდოდ იმიტომ, რომ კადრებში კარგად გამოჩნდებოდა, პოლიციელთა გადაცდომები აქციის დაშლის პროცესში.

გულაშვილი ასევე ამბობს, რომ სწორედ მან დაამაგრა სათვალთვალო მოწყობილობა გიორგი რურუას მანქანაზეც.

ინტერვიუში საუბარია სუს-ის სხვა საიდუმლო ოპერაციებზეც – როდესაც ივანე გულაშვილი მიხვდა, რომ ამ უკანონო საქმიანობის გაგრძელება აღარ უნდოდა და აღარ შეეძლო, მთავარ არხთან მისვლა გადაწყვიტა და ის ფარული მასალა აჩვენა, რომელიც გუშინ ტვ პირველის ეთერში გავიდა.  მთავარი არხის ინფორმაციით ეს მოხდა 2019 წლის 24 ნოემბერს. მან არხს აჩვენა მასალა, მისცა ინტერვიუ, მაგრამ ჰქონდა გარკვეული პირობები, რომლებიც არხს უნდა დაგვეკმაყოფილებინა, ვინაიდან ეშინოდა, რომ თუ სუს-ი გაიგებდა მთავარ არხში მის მისვლის შესახებ, მას მოკლავდნენ.

თუმცა მთავარი არხის ინფორმაციით მას შემდეგ ივანე გულაშვილი აღარ გამოჩენილა და მას ვეღარ მივაკვლიეს. მისი თანხმობის გარეშე კი მას საფრთხეს ვერ შევუქმნიდნენ, ამიტომ ჩაწერილი ინტერვიუ არქივში გადაიდო.

ახლა აღმოჩნდა, რომ მთავარ არხზე სტუმრობის შემდეგ ის მალევე დაუკავებიათ.საქმე გასაიდუმლოებულია და ადვოკატიც კი არ ამბობს, რა ბრალდებით ზის გულაშვილი ციხეში. თუმცა ცნობილია, რომ ის სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლით იმყოფება პატიმრობაში, მას 9 წელი მიუსაჯეს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით სასჯელი ორ წლამდე შეუმცირეს.

მას შემდეგ, რაც TV პირველმა გაასაჯაროვა ფარული მასალაც და გამჟღავნდა ივანე გულაშვილის ვინაობა – მისი სახელიც და გარეგნობაც – ასევე ითქვა ისიც, რომ ის, მაღალი ალბათობით, სწორედ სუს-იდან მასალის გამოტანისთვის იხდის სასჯელს, “მთავარმა არხმა” გადაწყვიტა,  წელიწადნახევრის წინ ჩაწერილი და ამდენ ხანს საიდუმლოდ შენახული ინტერვიუ გაესაჯაროებინა, რომელიც ფარდას ხდის სუს-ის დანაშაულებრივ საქმიანობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...