0 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს

გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. კითხვაზე, იწყებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს „ქართულ ოცნებასთან“, იაგო ხვიჩიამ უპასუხა: „ბუნებრივია“.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ისინი მოლაპარაკებებს ოპოზიციასთანაც ეცდებიან.

„პირველ რიგში, დაველოდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებას, ისინი როგორ აღწერენ ამ პროცესს, რა პროცესიც საქართველოში საკუთარი თვალით ნახეს და გაიარეს, ამის შემდეგ დავიწყებთ. ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ ჯერ კიდევ არ იცის საქართველოს მოსახლეობამ ზუსტად, რა ნაწილში იყო შეუთავსებელი განსხვავებები პოზიციებს შორის და რის გამო არ მოხდა მხარეთა შერიგება“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე განცხადებით, ამ მოლაპარაკებებში მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მოლაპარაკება არცერთ მხარეს არ უნდოდა.

„ჩემი აზრით, ამ მოლაპარაკებაში მთავარი პრობლემა ის იყო, რომ იქ იყო ხალხი, ვისაც მოლაპარაკება არ უნდოდა. ზოგადად ამ მოლაპარაკების მაგიდასთან იყო ხალხი, რომელთა ერთადერთი მიზანი იყო, რომ ხელი შეეშალათ მოლაპარაკებებისთვის. მათთვის მოლაპარაკების შედეგად არაფერი არ იცვლებოდა არც ასე, არც ისე. უბრალოდ ისინი იქ ამრევად იყვნენ მისულები. მე კი არ ვიძახი, რომ ხელისუფლებიდან ანგელოზები იყვნენ. უბრალოდ, როგორც დღეს გამოჩნდა, შეთანხმება იქ არავის უნდოდა, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალებას ცდილობს.

„ფაქტობრივად, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მთელი ეს პროცესი ერთმანეთს ეჭყანებოდა და ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ არცერთს არ დაეხია საკუთარი პოზიციებიდან უკან, რომ უფრო ამაყი, ძლიერი და მამაკაცური გამოჩენილიყო. ეს იყო მთელი თემა, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალს ვადენევნებდით და ახლა ერთმანეთს აბრალებენ პატარა ბავშვებივით, ამ ქვეყნის საქმე გაფუჭდა, არავის არ უნდა ამაზე პასუხისმგებლობის აღება და ამიტომ ახლა ერთმანეთს აბრალებენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

 

ipn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...