1 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მარტო კალაძის არა, პრემიერად თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ…”

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭნაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მარტო კალაძის არა, პრემიერეად თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ:
1. კალაძეს პოლიტიკური განათლება არ ყოფნის, მარტო პიარით კი, ქვეყანას ვერ მართავ. მით უმეტეს, რომ ივანიშვილის პირობებშიც, 2020 წლის არჩევნებზე დედაქალაქი პირწმინდად წააგო,
თუმცა კალაძეს მართლა ჰყავს თავი გუნდი და აქვს ამბიცია.
2. გახარიას არც გუნდი ჰყავს და ახლა უკვე აღარც ბიძინა და მათ ხელშია დარჩენილი, ვინც პარლამენტშიც და ფინანსურ დაჯგუფებებშიც ძალაუფლებას ფლობს, თუმცა თუ სითამამე ეყოფა და 5-6 მინისტრის გამოცვლას მოახერხებს, მისი ჩაჩოჩება უკვე ძნელი იქნება.
3. კობახიძე, ანუ ბრეჟნევი, რომელიც რომ მიუშვა, ყველა თანამდებობას შეითავსებს, პარტიის თავმჯდომარისაც, პარლამენტისაც და პრემიერობასაც.
კობახიძე – მსახური, ვისშიც ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ტელეფონს ისე არასოდეს გაუთიშავს, რაც კვირიკაშვილმა „გაუბედა“.
სამაგიეროდ, მე გავუთიშავო, დაგვპირდა თავად…
4. და დანარჩენები… ვინც საქვეყნო საქმის კეთება არა, სამაგიეროდ გადასარევად იცის საკუთარი ჯიბის მსახურება და ბელადის ( დროს და პარტიას რა მნიშვნელობა აქვს) მონური მორჩილება.
აი, ეს არის ის ე.წ. გუნდი, რომელიც ივანიშვილმა დატოვა.
მოკლედ, ქვეყანა, ხალხია ცოდო, თორემ ძალიან “საინტერესო” პერიოდში შევდივართ…
გველოდება საშინელი კრიზისი და პარალელურად: პრემიერის შეცვლა გაზაფხულს არ გადასცდება. ხოლო რადგან კალაძე – კობახიძის პირველი ამოცანა, სწორედ გახარია გაშვებაა,
ამიტომ არ არის გამორიცხული კომპრომატების ომი დაიწყოს.
ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ და მისი ამომრჩეველი კი ისე გაწირა, რომ პარტიას კობახიძის სახით მესაფლავე დაუნიშნა.
რასაც კობახიძე მართლა გადასარევად შეასრულებს.
თავად ივანიშვილი, მთავარი გამშველებელი, მართლა ვეღარ იქნება, რადგან პოლიტიკიდან კონკრეტული ორი გარანტიის მიღების შემდეგ გავიდა / გაიყვანეს…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...