0 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფლანგვის დეტექტორი: ფინანსთა სამინისტრომ თებერვლიდან ივნისამდე 29 777 ლარის საწვავი მოიხმარა

ფლანგვის დეტექტორის მოკვლევით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა და თანამშრომლებმა პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, 2020 წლის თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში 16 624 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რამაც 29 777 ლარის ღირებულება შეადგინა.

გამოდის, რომ თითოეულ თვეში სამინისტროს თანამშრომლები საშუალოდ 4,156 ლიტრ საწვავს მოიხმარდნენ, რაც საშუალოდ თვეში 7,444 ლარს შეადგენდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, რა დროსაც დაწესდა შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი. საგანგებო მდგომარეობამ ქვეყანაში 23 მაისამდე გასტანა, ამ პერიოდის განმავლობაში სხვა რაღაცებთან ერთად, მათ შორის აკრძალული იყო მანქანით გადაადგილება.

ფლანგვის დეტექტორმა ასევე გაარკვია, რამდენი საწვავი მოიხმარა და ამაში რა გადაიხადა ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში – 35 165 ლიტრი საწვავი, რაც 62 539 ლარის ღირებულების იყო.

გამოდის, რომ სამინისტრომ იანვარში, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში თითქმის ანალოგიური რაოდენობის – 18 541 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რაც ზემოთ აღნიშნული დანარჩენი ოთხი თვის განმავლობაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...