1 4 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნათია თურნავა - მერიას 400 000 ლარი გამოეყობა, რომ საახალწლოდ კონცერტებში კულტურის მეტი მოღვაწე ჩართონ

ჩამოტვირთვა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, თბილისის მერიას 400 000 ლარის ასიგნება გამოეყობა, რომ საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე ჩართოს. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება და თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი ასიგნება, იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში, რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსები, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებული. იცით, რომ თბილისის მერია გეგმავს სხვადასხვა საახალწლო საკონცერტო პრიგრამას, რა თქმა უნდა, უსაფრთხო რეჟიმში, მაყურებლის გარეშე, რომელიც გადაიცემა ტელევიზიით და ვფიქრობთ, ძალიან, სწორი, კარგი და დროული გადაწყვეტილებაა", - თქვა ნათია თურნავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები