1 7 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

EBRD-ის ხელშეწყობით თიბისი ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას ზრდის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) “თიბისი ლიზინგს” 6 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოუყო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად, რომელიც ძირითადად  რეგიონულ პროექტებზე იქნება მიმართული.

თიბისი ლიზინგი ყველაზე მსხვილი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, ის მთლიანად ეკუთვნის თიბისი ბანკს და EBRD-თან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს.

COVID-19-ის კრიზისის დროსაც, EBRD საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორი ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს და შესაბამისად ამ რთულ პერიოდში მისი მხარდაჭერა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრიორიტეტია.

 “EBRD-ს სურს ხელი შეუწყოს სალიზინგო ბაზრის განვითარებას და ქართული კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს დაფინანსება ალტერნატიული საკრედიტო არხების მეშვეობით. გამოყოფილი ფინანსური რესურსი ორიენტირებულია მცირე ბიზნესის წარმოებისკენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ სექტორებში, სადაც ყველაზე მეტი დაფინანსებაა საჭირო, განსაკუთრებით კი რეგიონებში. თიბისი ლიზინგი ძალიან კარგადაა მომზადებული იმისთვის, რომ მოხერხდეს  EBRD-ის სახსრების გადანაწილება იმ კომპანიებზე, რომლებიც ამ უპრეცედენტო არასტაბილურობის პერიოდს გადიან. ბიზნესებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და უწყვეტი ფინანსური რესუსრის მიწოდება კი არსებითად მნიშვნელოვანია ეკონომიკის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.” - განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.   

 “მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ვითანამშრომლოთ EBRD-თან ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, რათა გავზარდოთ წვდომა დაფინანსების ისეთ ალტერნატიული საშუალებებზე, როგორიცაა ლიზინგი, რომელიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი, როგორც წამყვანი სალიზინგო კომპანიის მიზანია ხელი შევუწყოთ აღნიშნულ პროცესს და შევქმნათ პროდუქტების ფართო არჩევანი, რაც ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს გაუზრდის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და დაეხმარება მათ ბიზნეს საქმიანობის გაფართოებაში. EBRD-ის აქტიური მხარდაჭერის წყალობით კი შესაძლებელი ხდება ჩვენი მიზნების განხორციელება და ქართულ სალიზინგო ბაზარზე არსებული პოტენციალის უკეთ ათვისება” - განაცხადა ნუგზარ ლოლაძემ, თიბისი ლიზინგის ფინანსურმა დირექტორმა.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. მისი საქმიანობა მიმართულია ფინანსურ სექტორში სტაბილურობის და პროდუქტების მრავალფეროვნების ზრდის მხარდასაჭერად, ისევე როგორც კერძო სექტორის მეტი ჩართულობის ხელშეწყობისკენ ინფრასტრუქტურის განმტკიცებისა და ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისით, ასევე ენერგო სექტორის განახლებისკენ, ენერგოეფექტურობის ზრდის და მისი მდგრადობის შენარჩუნების მიმართულებით.

საქართველოში საქმიანობის დაწყების შემდეგ, EBRD-ის ინვესტიციამ ჯამში 4,2 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა და 258 პროექტი მოიცვა საფინანსო, კორპორაციული, ინფრასტრუქტურული და ენერგო სექტორებიდან; ინვესტიციების 80% კი კერძო სექტორშია განხორციელებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...