2 0 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მასობრივი მოხმარებისთვის დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინა მასობრივი მოხმარებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ (MHRA) განაცხადა, რომ პრეპარატის გამოყენება, რომლის ეფექტიანობაც 95%-მდეა, უსაფრთხოა. ქვეყანამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა უკვე შეიძინა, რაც 20 მილიონი ადამიანის ასაცრელად საკმარისია. 

ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანაში უახლოეს დღეებში ჩავა. 

კვლევების მიხედვით, ვაქცინა BNT162b2-ის ეფექტურობა 95%-ს, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი 94%-ზე მეტს აღწევს. სერიოზული გვერდითი მოვლენები კვლევის მონაწილეებთან არ დაფიქსირებულა. ვაქცინაზე მუშაობის დაწყებიდან მის დამტკიცებამდე მხოლოდ 10 თვე გავიდა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები