1 3 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ლოქდაუნით” მსხვერპლი გაიზრდება, დაფიქრდით, ვაქცინა არ იქნება დიდხანს!”

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, პროფესორი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

“უკვე არაერთი პატივცემული ადამიანისგან გავიგონე სასოწარკვეთილი მოთხოვნა მთავრობისადმი ტოტალური “ლოქდაუნის” შესახებ. ჩემი მოკრძალებული აზრით, ასეთი სვლა არ იქნება მართებული და დიდი ალბათობით მსხვერპლი გაიზრდება კიდეც იმათ ხარჯზე, ვინც სხვა დაავადებების მოულოდნელი გამწვავების, შიმშილისა და ფინანსური სასოწარკვეთისაგან დაიღუპება.

დაფიქრდით! იმ დაუძლურებულ, სახლში გამოკეტილ ადამიანებს ჭამაც სჭირდებათ და მიმხედავიც. კოლოსალური, ხშირად აბსოლუტურად აბსურდული ჯარიმები საერთოდ ამოვარნილია ეპიდემიოლოგიური და სამართლებრივი კონტექსტებიდან და კიდევ უფრო მეტ აგრესიასა და სასოწარკვეთას იწვევენ. როგორც ხედავთ, ტოტალურმა “ლოქდაუნმა” პანდემიის პიკის მხოლოდ გადანაცვლება გამოიწვია; თან ისეთი გადანაცვლება, რომ ეს პიკი ადვილად მოსავლელი ზაფხულიდან, ზამთრის უმძიმეს თვეებს დაემთხვევა. საერთოდ, “ლოქდაუნს” და მსგავს პრიმიტიულ, მკვეთრ შეზღუდვებს აზრი აქვთ მაშინ, როდესაც იცი, რას გააკეთებ მისი ჩამთავრების შემდეგ. სხვაგვარად ეს სრული უაზრობაა. სულ დასაწყისში “ლოქდაუნი” გამართლებული იყო “აზრზე მოსასვლელად”; რამდენად გამოვიყენეთ მოგებული დრო, ეს სხვა საკითხია.

ამჟამინდელი ამოცანა არის კლინიკების მაქსიმალური განტვირთვა. ამას სჭირდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრული სიმძლავრით ამუშავება. ყველა უმადლის კერძო დაზღვევის პირველად რგოლს; მშვენივრად ახერხებენ პაციენტთა მონიტორინგს სახლებში. გაიზიარეთ მათი გამოცდილება. 

გახსენით რაც შეიძლება მეტი ცხელი ხაზი და დასვით იქ სტანდარტული გაიდლაინებით გაწვრთვნილი ექიმები. 

ყოველი ცხელი ხაზის ცენტრს მიამაგრეთ 2-3 ფსიქოლოგი, რომლებიც ჩაერთვებიან საუბარში ისტერიკაში მყოფ პაციენტებთან და გარწმუნებთ, ასეთები მინიმუმ 30-40-%-ს შეადგენენ საერთო მიმართვებიდან.

შექმენით მობილური ლაბორატორიები. არ არის ამისთვის სასწრაფოს მანქანები საჭირო; ცელოფანით შესაბამისად გატიხრული მსუბუქი მანქანებიც გამოდგება, რომლებიც ატარებენ ლაბორანტებს გამოძახებაზე, ან კლინიკებში მიიყვანენ შესაბამის პაციენტს რადიოლოგიური კვლევისათვის. ასე განტვირთავთ სასწრაფოსაც.

საავადმყოფოებში გადაიყვანეთ მხოლოდ უმძიმესები! მხოლოდ დამატებითი ჟანგბადის მისაცემად კლინიკა არ არის საჭირო. დაურიგეთ ასეთ პაციენტებს ჟანგბადის პატარა ბალონები და ცვალეთ 24 საათში ერთხელ.

დაიწყეთ ამის ორგანიზება და ორ კვირაში განტვირთავთ კლინიკებს. ვაქცინა არ იქნება დიდხანს!!! “ლოქდაუნს” თუ გააკეთებთ ერთი თვით, იძულებული იქნებით გახსნათ მერე და ზუსტად იგივე მოხდება კიდევ ერთი თვის შემდეგ. ამიტომ, არ ღირს ნაჯახით მუშაობა და გამწარებული ხალხის კიდევ უფრო გამწარება დანარჩენის შიშებისა და კომფორტის ხარჯზე. ყველამ უნდა დავთმოთ რაღაც.

პატივისცემით!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...