1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს, არჩევნები რომ დამთავრდება გაგიმხელთ - გიორგი გახარია

არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიების ან პარტიების გაკეთებული, რადგან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ხალხთან და მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს,მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დამთავრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციის კომენტარი, ნარატივი, იყო აბსოლუტურად ცარიელი შინაარსისგან.

„რეიტინგები, გრუ, ჩატებიდან ამოღებული რაღაც. სამწუხაროა, ეს ყველაფერი. თემა არის შემდეგში, მე არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიების ან პარტიების გაკეთებული. მარტივი მიზეზის გამო, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ხალხთან, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში. ყველაზე სწორი არის ეს შეგრძნებები და მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დამთავრდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, არჩევნების შემდეგ ოპოზიცის ხმების დაცვის სახელით აქციების გამართვას ხომ არ გეგმავს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიღაცის ფანტაზიებში რაღაც შეიძლება დაიბადოს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლებას, ვიდრე ის შეესაბამება სამართლებრივ წესებსა და ნორმებს, არაფერი ემუქრება.

„პოლიცია დაიცავს თითოეულ მოქალაქეს. როგორც კი, ეს გავა ზღვარს, რისკს შეუქმნის სხვა მოქალაქეს ან შენობებს, რა თქმა უნდა, პოლიცია იმოქმედებს თავის მანდატში, კანონის სრული დაცვით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...