2 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს უსმენენ - მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და გადავდივართ ადაპტაციის პერიოდზე

„ჩვენი პრევენციული ზომების წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დრო. გაცილებით უფრო მეტი ცოდნით ვართ შეიარაღებულები, გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრით, მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ თუნდაც ინფიცირებულთა შემთხვევების ცოტა უფრო გაზრდილ რაოდენობას”, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ნათია ღურნავას თქმით, მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა.

„დღეის გადმოსახედიდან შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მყისიერად მიღებულმა ეფექტურმა ღონისძიებებმა, მათ შორის: საზღვრებიდან ვირუსის იმპორტის კონტროლმა, კარანტინების მასშტაბურმა და წარმატებულმა პროგრამამ, ანტიკრიზისულმა დახმარებამ ყველაზე დაზარალებულ სეგმენტებს, დარგებს და მოსახლეობას საშუალება მოგვცა, რომ ჩვენ გაცილებით უკეთ მომზადებული ვყოფილიყავით პანდემიასთან შემდგომი ბრძოლისთვის და თანაცხოვრებისთვის. ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება, რითაც მან მკაფიო მოლოდინი შექმნა და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველო ივლის ერთი მხრივ, ვირუსთან ეფექტური ბრძოლის გზით, მაგრამ მეორე მხრივ, პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური გახსნილობა და მზარდი აქტივობა. ეს ნიშნავს, რომ მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ადაპტაციის პერიოდზე. ჩვენი პრევენციული ზომების წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დრო. გაცილებით უფრო მეტი ცოდნით ვართ შეიარაღებულები, გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრით, მეტი შესაძლებვლობა გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ თუნდაც ინფიცირებულთა შემთხვევების ცოტა უფრო გაზრდილ რაოდენობას, რაც ასევე იყო იმის შედეგი, რომ ჩვენ მივედით იმ დონეზე, რომ წყნარად გვემართა ინფექცია და ჩაგვეტარებინა საზაფხულო სეზონი შიდა ტურიზმისთვის”, - განაცხადა მინისტრმა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...