0 2 : 1 9
 | 

მსოფლიო

მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საქართველომ კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლას თავი წარმატებით გაართვა, მაგრამ რამდენიმე პრობლემა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, მაინც გადასაწყვეტი რჩება.

მისი თქმით, ქვეყნის შიგნით “მილიარდელი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა დემოკრატიას უქმნის საფრთხეს”, ხოლო ქვეყნის გარეთ — რუსეთის ჰიბრიდული ომი ემუქრება ქვეყნის სუვერენიტეტს.

კრამონი აღნიშნავს, რონ საქართველოს დემოკრატიისთვის, მომავალი არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება.

“გამომდინარე იქედან, რომ საქართველო გასულ წელს ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა, სასიამოვნო იყო იმის ხილვა, რომ საქართველოს მეგობრების თანამშრომლობამ იმუშავა. ჩვენი და თქვენი დახმარებით მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა ახალ საარჩევნო სისტემაზე მომავალი არჩევნებისთვის შეთანხმებას მიაღწიეს”, – ამბობს ევროპარლამენტარი.

მისივე განცხადებით, მთავრობამ პოლიტიკური მოთამაშეებისთვის თანაბარი და თავისუფალი გარემო უნდა უზრუნველყოს, ასევე უფრო გამჭვირვალე სასამართლო სისტემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები