1 3 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ლელოს“ გუნდს დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდა

 “ლელო“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას დამოუკიდებელი დეპუტატი - ლევან კობერიძე შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ ფართოვდება ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებებით ეხება. „ლელო“ იზრდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მას უერთდებიან გამორჩეული ლიდერები. ამ წლების განმავლობაში ისინი ამტკიცებენ, რომ არიან სამართლიანები და უკომპრომისოები, სწორედ ასეთია ლევან კობერიძე.

 მინდა, მას ვუსურვო წარმატება და ყველა იმ იდეის განხორციელება, რომელიც აღელვებს თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ გვინდა, ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, სამართლიანი და მივაღწიოთ ყოველდღიური გამარჯვების სერიას - ეკონომიკაში, მედიცინაში და სხვა სფეროებში,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. „დღეს ქვეყანას სჭირდება ახალი ალტერნატიული ცენტრი რათა ქვეყანაში დავასრულოთ ორპოლუსიანობა,“ - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა და „ლელოს“ წევრმა ლევან კობერიძემ ბრიფინგის დროს განაცხადა. „იმისათვის, რომ ეს ცენტრი იყოს რაც შეიძლება წარმატებული, ისევ ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა დავდგეთ ერთად. ეს ალტერნატივა უნდა იყოს „ლელოსთან“ ერთად. მე დიდხანს ვაკვირდებოდი ამ გუნდს და აღმოვაჩინე, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ყველას აქვე მოვუწოდებ, ყველა იმ პოლიტიკურ ძალას თუ ინდივიდუალურ პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეს, ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში იყოს სიახლე, იყოს ალტერნატიული ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, ჩვენ გავაძლიეროთ ერთმანეთი, ვითანამშრომლოთ და ჩვენ ასე მივაღწევთ წარმატებას - იმ ორპოლუსიანობის დამარცხებას, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ყველანი ვლაპარაკობთ. მე ვიძლევი იმის პირობას, რომ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ ამ გუნდში,“- აცხადებს კობერიძე. „ლელო“ ახალი გუნდის წევრის შემოერთებას პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძეც ეხმაურება და იმ საერთო ღირებულებებზე საუბრობს, რომელიც პარტიასა და ლევან კობერიძეს აქვს. „კმაყოფილი ვარ, რომ ლევან კობერიძე დღეს ჩვენს რიგებშია და ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულება, რაც გვინდა გავუზიაროთ ჩვენს მოსახლეობას - ხედვები, რომლებიც ყალიბდება ერთმანეთთან მსჯელობაში , ხედვები, რომლებიც ეხება საქართველოში ყველა სფეროს მოდერნიზაციას, ყველა სფეროში რეფორმას. ლევანს აქვს ძალიან საინტერესო შეხედულებები, რომლებიც ბევრ რამეში ჩვენსას ემთხვევა. ჩვენ გავაგრძელებთ იმაზე შრომას, რომ მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი გეგმები და ის მოსაზრებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას,“- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია შეუერთდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...