2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში აღარ უნდა გვყავდეს პოლიტიკური ნიშნით და გაყალბებული მტკიცებულებებით დაპატიმრებული ადამიანები

“ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე  გიორგი რურუას  პოლიტპატიმრობაზე საუბრობს, რაც  8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია. ბადრი ჯაფარიძე სენატორ რიშის გზავნილსაც ეხმაურება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს  რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს. 

„ჩვენი მეგობრები ამერიკიდან და ევროპიდან ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ გიორგი რურუას სასამართლო პროცესი პოლიტიკური ნიშნითაა წარმოებული. ეს არის 8 მარტის შეთანხმების დარღვევა. „ქართულ ოცნებას“ უნდა გამოეყენებინა ეს თემა იმის დემონსტრირებისთვის, რომ ისინი იცავენ 8 მარტის შეთანხმებას, თუმცა მათ კიდევ ერთხელ გამოიჩინეს სისუსტე და სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა გიორგი რურუას,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელოს“ გენერალური მდივნის თქმით, ეს არის დემონსტრირება,  რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ის ძალა,  შეძლოს, ამაღლდეს საკუთარ შიშებზე. 

„ქართულ ოცნებას“ არ აქვს ის ძალა, რომ ბოლომდე შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. ამიტომ მოწოდებები, რომელიც გვესმის სენატორ რიშისგან, გვესმის ანდრიუს კუბილიუსისგან, ემსახურება  იმას, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას და ჩვენ არასდროს აღარ ვნახოთ საქართველოში გაყალბებული  მტკიცებულებებით და პოლიტიკური ნიშნით დევნილი და დაპატიმრებული ადამიანები,“-აცხადებს ჯაფარიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...