1 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ლელო საქართველოსთვის” კომუნიკაციების მარეგულირებელო კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ

“მედიამაუწყებლებისთვის პრობლემა,  პირველ რიგში, გამოიხატება  იმაში, რომ მათ არ ისურვეს კრიზისში მყოფი მედიასაშუალებებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება და პირიქით, მათ ანგარიშები დაუყადაღეს.”

“8 წლის თავზე ეს ხელისუფლება გადაიქცა იმ მთავარი ფასეულობების მტრად, რომელთა დასაცავადაც ქართველმა ხალხმა მას მხარი დაუჭირა”- ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი საბა ბუაძე აცხადებს და მმართველი გუნდის მიერ მედიის შეზღუდვის საკითხზე საუბრობს. 

“ თუ 7 ნოემბერს ხელისუფლება სპეცრაზმით ვარდებოდა ტელევიზიებში, ახლა უკვე ჩვენი ხელით უნდათ, გაგვაღებინონ კარი ცენზორისთვის. "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება შინაგანი თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან დღეს ჩვენს საზოგადოებას უნდა ხელისფულებისგან დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის მოსმენა.

მედიის მიმართ ამ ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება არ გამოიხატება მხოლოდ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინიცირებულ კანონპროექტში - მედიამაუწყებლებისთვის პრობლემა,  პირველ რიგში, გამოიხატება  იმაში, რომ მათ არ ისურვეს კრიზისში მყოფი მედიასაშუალებებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება და ანგარიშები დაუყადაღეს არაერთ მაუწყებელს. ამას მოყვა საეჭვო კანონპროექტების ინიცირება, რომლებიც  მედიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შეზღუდვას ისახავს მიზნად,” - განაცხადა საბა ბუაძემ. 

“ლელოს” ლიდერმა აღნიშნულ საკითხზე დეპუტატებს მიმართა. 

“ მინდა, ყველა დეპუტატს მივმართო - ამ კანონპროექტის მხარდაჭერა ნიშნავს ჩვენი დემოკრატიის საფუძველიდან აგურების ამოცლას და მის საბოლოოდ ჩამოშლას. ნუ მიიღებთ მონაწილეობას იმ საქმეში, რომელიც ამ ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს,” - აღნიშნავს საბა ბუაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...