1 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - დოლარიზაცია პრობლემებს უქმნის დოლარის მსესხებლებს და უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე, შესაბამისად, ზარალდება მოსახლეობის ყველა სეგმენტი

დოლარიზაცია, პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის დოლარის მსესხებლებს და, ამავდროულად, უარყოფითად აისახება მთლიან ეკონომიკაზე,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია დოლარიზაციასთან გამკლავება.

„აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წლის ბოლოს ფასების ზრდის ტემპი შენელდა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში, როგორც პროგნოზირებული იყო, ინფლაციამ შემცირება დაიწყო. თუმცა, პანდემიისაგან გამოწვეულმა ახალმა შოკმა, თავისი გავლენა ფასებზეც მოახდინა. დოლარიზაციის პირობებში ეკონომიკა უფრო მერყევი და მაკროეკონომიკურად არასტაბილურია, რაც, საბოლოოდ, უფრო დაბალ შემოსავლებსა და მაღალ უმუშევრობაში აისახება. ფინანსური სექტორის დოლარიზაცია, პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის დოლარის მსესხებლებს და, ამავდროულად, უარყოფითად აისახება მთლიან ეკონომიკაზე. შესაბამისად, ზარალდება მოსახლეობის ყველა სეგმენტი, მათ შორის ისინიც, ვისაც სესხი საერთოდ არ აქვს. ასეთი მაღალი და ფუნდამენტური რისკების გამო, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია დოლარიზაციასთან გამკლავება. ჩვენ, საქართველოს პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად, გავააქტიურეთ რეფორმები ამ მხრივ, მაგრამ სასურველ შედეგამდე ჯერ კვლავ შორს ვართ. თუმცა, როგორც ადრეც მითქვამს, ეს გრძლევადიანი პროცესია. დედოლარიზაციის ტენდენცია 2019 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც შესამჩნევი იყო როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების, ასევე დეპოზიტების სტატისტიკაში. თუმცა, წლის მეორე ნახევარში, ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებისა და გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მთლიანი დეპოზიტების დედოლარიზაციის ტემპი შენელდა. მთლიანობაში, წლის განმავლობაში დეპოზიტების დოლარიზაცია გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 64.1 პროცენტს გაუტოლდა, სესხების დოლარიზაცია, ასევე გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 3.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და დეკემბერში 55.1 პროცენტი შეადგინა. ხოლო რაც შეეხება ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელს, ის 2019 წლის განმავლობაში 49.4 პროცენტიდან 42.8 პროცენტამდე შემცირდა,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...