2 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

8 მარტის შეთანხმება თავად განმარტავს ყველაფერს და დამატებით ახსნას აღარ საჭიროებს - აშშ-ის ელჩი საქართველოში

დღეს ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ვირტუალური პრესკონფერენცია გამართა. 

კელი დეგნანი ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულყოფილად უნდა შესრულდეს. მისი განცხადებით, ამ დოკუმენტზე ხელმომწერებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რა პირობებზე თანხმდებოდნენ და აქედან გამომდინარე, შეთანხმებაზე კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს.

აშს-ის ელჩმა კითხვაზე, გიორგი რურუას საპატიმროში დარჩენის პირობებში, ჩაითვლება თუ არა 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად, განაცხადა: 

არ იქნება მართებული, კომენტარი გავაკეთო საქმეზე, რომლის განხილვაც სასამართლოში მიმდინარეობს. 8 მარტის შეთანხმება თავად განმარტავს ყველაფერს და დამატებით ახსნას აღარ საჭიროებს. მხარეებმა იციან, რა პირობებზე დათანხმდნენ. მისი სრულყოფილი განხორციელება არის  ქვეყნის ინტერესებში, რადგან ეს არის მიმართული პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციაზე.

კელი დეგნანმა ისაუბრა საქართველოს საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზეც.

8 მარტის შეთანხმების შესრულება საჭიროა ასევე ისეთი არჩევნებისთვის, რომლითაც იამაყებს ქართველი ხალხი. მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმა, რომ ასახოს ყველა რეკომენდაცია, რაც აქვს ეუთო ოდირს. ეს რეკომენდაციების საქართველოს უკვე მიიღებული აქვს 20-30 წლის განმავლობაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები