1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დიდ პატივს ვცემ ეკლესიას მაგრამ ყველაფერში არ ვეთანხმები, ზოგის აზრი ეკლესიიდან, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები, არის ჩარევა საერო საქმეებში და სრულიად მიუღებელი"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ეკლესიასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს ეკლესიას, თუმცა ვაქცინებთან დაკავშირებით ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები საერო საქმეებში ჩარევაა და მისთვის სრულიად მიუღებელია. 

შეკითხვაზე, რამდენად ხშირად ერევა ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "ხშირად არ ერევა."

"მე დიდ პატივს ვცემ ეკლესიას, და არა მხოლოდ პატრიარქს და ეს გამოჩნდა არაერთხელ. აქაც ყველაფერში არ ვეთანხმები. მაგალითად, არ ვეთანხმები და ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები კოვიდის პანდემიის წინააღმდეგ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ჯერ ერთი, აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის.

ეს არის უკვე ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია და ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები, რადგან ისედაც გავრცელებულია მოსახლეობაში ნაწილობრივ რუსული ფეიქ ნიუსები, ნაწილობრივ სხვა, ის რომ საერთოდ აცრები არის პრობლემატური. ლუგარის ცენტრი არის მავნებელი, რომელმაც, რეალურად, გადაგვარჩინა ამ სიტუაციაში და ეს არის პირდაპირ დარტყმა საქართველოს დემოგრაფიაზე და ვინმე ამას თუ ვერ ხედავს, დრო არის გონს მოეგოთ,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...