1 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

 

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს დისტანციურად აგრძელებს.

მიმდინარე წლის თებერვალში "კამარამ", რომელიც უკვე 10 წელია, დამოკიდებულებითი დაავადებების პრობლემაზე მუშაობს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა უფასო თერაპიის კურსზე მიღება გამოაცხადა. ლუდომანიით დაავადებული ადამიანების კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას "ევროპაბეთი" აფინანსებს. პროექტი კომპანიის პასუხისმგებლიანი ბიზნესის (responsible.ge) პოლიტიკის ნაწილია.

სათამაშო ბიზნესის მხრიდან მსგავსი სარეაბილიტაციო პროგრამებისა და სოციალური პროექტების დაფინანსება უცხოეთში ფართოდ მიღებული პრაქტიკაა. საქართველოში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი "ევროპაბეთმა" გადადგა.

ფსიქორეაბილიტაციის კურსის უწყვეტობა მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, "კამარა" მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა და კურსებს ონლაინ ატარებს.

პროგრამის გამოცხადების შემდეგ, "კამარას" თამაშზე დამოკიდებულების დასაძლევად 30-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, რომლებიც ყოველდღიურ სეანსებს ახლა ონლაინ აგრძელებენ. კვლევები აჩვენებს, რომ ფსიქოთერაპია შესაძლებელია, ისეთივე ეფექტური იყოს დისტანციურად, როგორც პირისპირ.

"ბენეფიციარები ჯგუფური ფსიქოთერაპიის ინტენსიურ კურსში არიან ჩართულები. თერაპიის ინტეგრირებული ამერიკული მეთოდით ოთხი თერაპევტი ვმუშაობთ. თითო ჯგუფს კვირაში ოთხი სეანსი უტარდება. თერაპიის სქემა პროგრამულად არის შეკრული და გეშტალტთერაპიას, არტთერაპიას, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიასა და ფსიქოანალიტიკურ მიდგომას მოიცავს", - აცხადებს "კამარას" ფსიქოლოგი ელენე ბარამიძე.

ელენეს თქმით, ის, რომ პირველი სეანსების ჩატარება პირისპირ მოხერხდა, თერაპევტებს პაციენტებთან ემოციური კონტაქტის დამყარებაში დაეხმარა, რაც უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდას ქმნის. ჯგუფის ამგვარად შეკვრის შემდეგ ონლაინ რეჟიმი გაცილებით ეფექტურია.

"თერაპიის პროცესი საკმაოდ შედეგიანად და დინამიკურად მიდის. პაციენტების მოტივაცია სეანსიდან სეანსამდე იმატებს. ჯგუფური მუშაობა მათ ეხმარება გააცნობიერონ, რა პრობლემის წინაშე დგანან, თავიდან აღმოაჩინონ საკუთარი "მე", რომელიც დამოკიდებულების სიმპტომებითაა დათრგუნული, დაისახონ მიზნები, გამოარკვიონ საკუთარი სურვილები და დაიწყონ მათი განხორციელება".

ფსიქოთერაპიის კურსი სამთვიანია, თუმცა, "კამარაში" აცხადებენ, რომ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში სეანსები გაგრძელდება.

პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია "ევროპაბეთმა" 2019 წელს დაიწყო. ის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - პასუხისმგებლობას ბიზნესში, კომუნიკაციებსა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში "ევროპაბეთმა" გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო. მცირე ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია "დროის კონტროლი" დანერგა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთათვის ფსიქორეაბილიტაციის კურსების დაფინანსების შესახებ განაცხადა.

რეკლამაში დაზოგილი თანხა "ევროპაბეთს" საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი responsible.ge ამოქმედდა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც "ევროპაბეთის" მომხმარებლები ისარგებლებენ.

ევროპაბეთი - პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელი

პასუხისმგებლიანი თამაში Betsson Group-ის ბიზნესის საფუძველია. დღეს ეს შვედური კომპანია მსოფლიოს ათ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოში თავისი შვილობილის, "ევროპაბეთის" სახით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...