0 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეგეტა მოტორსი კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად საქართველოს სამთავრობო ფონდში გადარიცხავს 200 000 ლარს.

 

მიმდინარე უპრეცედენტო გლობალური გამოწვევის პირობებში, რომელიც ერთნაირად ეხება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის და, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენთაგანმა ღრმად გავაცნოებიეროთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, მოვახდინოთ არსებულ რეალობასთან უსწრაფესი ადაპტირება და საკუთარი მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საყოველთაო პრობლემასთან გამკლავებაში.

დღეს მთავარი ამოცანაა მაქსიმალური სიფრთხილით და წინდახედულებით ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე და ყველაფერი ვიღონოთ, რათა ხელი შევუშალოთ ვირუსის სწრაფ გავრცელებას, რისთვისაც აუცილებელია სოციალური დისტანცირების პრინციპების მკაცრად დაცვა.

ამ მიმართულებით თეგეტა მოტორსი მიესალმება ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ გვჯერა, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პროფესიონალური და კოორდინირებული მოქმედება გადამწყვეტ გავლენას მოახდენს პანდემიით გამოწვეული ზიანის მინიმიზაციაზე.

მეორე მხრივ, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მინიმალურად შესაძლებელი ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გავაგრძელოთ ფუნქციონირება, იმ პირობით, რომ მკაცრად შევასრულებთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების ყველა აუცილებელ მოთხოვნას და დავიცავთ მთავრობის მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.  ამ მიდგომას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.

ჩვენ მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ განაგრძოს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და უზრუნველყოს აუცილებელი ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება ყველა შესაძლო მიმართულებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თეგეტა მოტორსი, წარმოადგენს რა არაერთი სახელმწიფო დაწესებულებისა და მსხვილი კერძო კომპანიის მომსახურე კომპანიას, როგორებიცაა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის ფარგლებში შემავალი ერთეულები: შსს მომსახურების სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი,  შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "112", სასაზღვრო პოლიცია, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, პოლიციის დეპარტამენტები და სხვადასხვა სამხარეო უწყებები; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ისეთი სახელმწიფო, მუნიციპალური თუ კერძო საწარმოები, როგორიცაა: შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, სს თელასი, შპს საქართველოს ფოსტა, შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა, შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ააიპ სპეციალური სერვისები, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, სს "ენერგო-პრო ჯორჯია", შპს "ნეოგაზი“, სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია, საქართველოს თითქმის ყველა ბანკი, არაერთი სამედიცინო დაწესებულება, ბენზინ გასამართი სადგურის ქსელები, კვების ობიექტები, სადისტრიბუციო ქსელის მფლობელი კომპანიები და სხვები, აგრძელებს ამ კუთხით საქმიანობას სრული დატვირთვით. ჩვენ მზად ვართ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 სთ-იან რეჟიმში მაღალი ხარისხით მოვემსახუროთ მათ ტრანსპორტს, ჩვენი მსხვილი ფილიალების ინფრასტრუქტურისა და მაღალ პროფესიონალური გუნდის მეშვეობით.

დღეს, ჩვენთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და საამაყოა საქალაქო ავტობუსების შეუფერხებელი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რასაც რამდენიმე წელია წარმატებით ვახორციელებთ, ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების საფუძველზე, ჩვენ მიერ იმპორტირებული 233 ერთეული გერმანული MAN-ის ბრენდის ავტობუსებისთვის.

დღესდღეობით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვთვლით, რომ ჩვენი კომპანიის მაღალი სოციალური პასუხიმგებლობა გვავალებს განვაგრძოთ ფუნქციონირება ზემოაღნიშნული მიმართულებით, ჩვენი მომხმარებლისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის მკაცრად დაცვით, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ავტოტრანსპორტის უწყვეტი ტექნიკური მომსახურება და ამავდროულად გავუფრთხილდეთ  ჩვენს თანამშრომელთა მრავალრიცხოვან გუნდს, რომელიც ღირსეულად არის ჩართული ამ მნიშვნელოვან საქმეში. მიუხედავად ბიზნეს ოპერაციების მნიშვნელოვანი შემცირებისა, მივიღეთ გადაწყვეტილება უკლებლივ შევინარჩუნოთ ჩვენი თითოეული თანამშრომელი.

რაც შეეხება ჩვენს ასეულათასობით საცალო მომხმარებელს, ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ მათ დისტანციურად, ჩვენი ონ-ლაინ პლატფორმების, ადგილზე მიტანისა და თეგეტა კომფორტის სერვისების მეშვეობით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, თეგეტა მოტორსი კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად საქართველოს სამთავრობო ფონდში გადარიცხავს 200 000 ლარს.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ერთად დგომით, მალე გადავლახავთ ამ გამოწვევას და კვლავაც ერთად გავაგრძლებთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...