1 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სპეკულაციური ფასების გაზრდა თუ იქნება, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები და სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ - დავითაშვილი

სპეკულაციური ფასების გაზრდა თუ იქნება, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები და სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ,- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი კვების ობიექტები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს.

„რაც შეეხება უვნებლობის, სურსათის სტანდარტების დაცვას, ამ კუთხით ჩვენი სამინისტრო ძალიან მკაცრი იქნება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, იცით, რომ გუშინ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ძირითადი მასობრივი თავშეყრის ადგილებში შეიზღუდა მოსახლეობის ყოფნა, მათ შორის ეს ეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს. საზოგადოებრივი კვების ობიექტები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ. ჩვენ ამაზე გამოვეცით სპეციალური ბრძანება, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ამის აღსრულება და მუდმივი მონიტორინგი იქნება, რათა ეს 100 პროცენტით შესრულდეს. როდესაც ვსაუბრობთ კრიზისულ სიტუაციებზე, აქ საუბარი არ არის, რომ შესრულდეს მეტად და ნაკლებად, ეს უნდა შესრულდეს აბსოლუტურად, ანუ 100 პროცენტით. გამოირიცხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ისეთი ტიპის მომსახურება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ერთად თავმოყრას. მხოლოდ ე.წ. მიწოდების სერვისები იქნება დაშვებული. დავუშვათ იგივე საავტომობილო მაკ-დრაივი და დრაივის სერვისები, რომელიც აქვს მაკდონალდს ან სხვადასხვა სურსათის მიმწოდებელ კომპანიას, ეს იქნება შენარჩუნებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად იმისთვის, რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოვახდინოთ  “ ,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...