0 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მიღწეულია შეთანხმება კერძო სექტორთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებით 4 კლინიკა, ჯამში 3600 საწოლით გამოთავისუფლდება"

დღეს პრემიერთან შეხვედრაზე მიღებული იქნა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება - აქამდე თუ ინფექციური საავადმყოფო იღებდა ავადმყოფებს, გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა - ინფექციური საავადმყოფო დარჩება, საუნივერსიტეტო კლინიკა, ყოფილი 8-ე საავადმყოფო მთლიანად დაიცლება, რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება, დღეს თუ იქ კარანტინში იმყოფებიან პაციენტები, ისინი გადაინაცვლებენ სხვა სივრცეში და რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება ავადმყოფების მიმღები, ასევე გორის ჰოსპიტალი, სადაც 140 საწოლია და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, სადაც 11 საწოლია, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ამ კლინიკის რესურსი, 420 საწოლით უკვე მობილიზებულია და ხვალისთვის ეს კლინიკები იქნება დაცლილი.

„ეს პასუხი იმ ეჭვიან ხალხს, ვინც ამბობს, რომ გამოყოფილი რესურსი საკმარისი არ არის. დღეს არის 30 ავადმყოფი. თვენახევარია, რაც საქართველომ დაიწყო პაციენტების მიღება. ეჭვი მეპარება, რომ ორ დღეში ეს 420 საწოლი გაივსოს. ეს დაუჯერებელია ყველაზე ცუდი სცენარითაც კი. სულ ცოტა, სამი კვირა ეს 420 საწოლი იქნება საკმარისი. შესაძლოა, ისე დასრულდეს ეპიდემია, რომ ეს რაოდენობა საჭირო არ გახდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, არსებობს ასევე დამატებითი გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიღწეულია შეთანხმება კერძო სექტორთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებით 4 კლინიკა, ჯამში 3600 საწოლით გამოთავისუფლდება.

„ამის შემდეგ არის გეგმა B - პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა მოლაპარაკებები კერძო სექტორთან. წინასწარი შეთანხმება არსებობს, რომ დიდი საავადმყოფოების ქსელში, როგორებიც არის - „ევექსი“, „ავერსი“, „პსპ-ს“ ქსელი, „ნიუ ჰოსპიტალი“ და სხვები, ღუდუშაურის საავადმყოფო, მათთან მიღწეულია პირველადი შეთანხმება, რომ ისინი გაამზადებენ გამოსათავისუფლებლად 3600 ადგილს და მოთხოვნიდან ორ დღეში ეს 3600 ადგილი იქნება დაცლილი.

სულ საქართველოს ექნება 3600 და დღეს მოქმედი 420 საწოლი. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ჩავთვალოთ გადაწყვეტილად. თავისუფლდება საუკეთესო კლინიკები, საუკეთესო აღჭურვილობით. არსებობს ასევე გეგმა C, როდესაც უკვე ის კერძო სექტორი, კიდევ დამატებით 3600 საწოლს გამოათავისუფლებს. ეს წინასწარი შეთანხმება არსებობს და ყველა გაგებით მოეკიდა ამას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...