2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ვირუსით ამ დროისთვის დადასტურებულად 3 000 ადამიანია დაინფიცირებული.

ხუბეის პროვინციაში ვირუსით 76 ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი შემთხვევა კი, ჩინეთის სხვა რეგიონებში დაფიქსირდა. ამ დრომდე დაკეტილია ქალაქი უხანი, რამდენიმე ქალაქში კი მგზავრობაზე შეზღუდვებია დაწესებული.

შანხაის ხელისუფლებამ ბიზნესების საქმიანობა 10 თებერვლამდე შეაჩერა.

ახალი კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით 44 ადამიანის დაინფიცირებაა დადასტურებული, მათ შორის ტაილანდში, აშშ-ში და ავსტრალიაში, თუმცა ჩინეთის გარდა ვირუსით არცერთი ადამიანი არ დაღუპულა.

ჰონგ კონგმა, რომელსაც რვა დადასტურებული შემთხვევა აქვს, ქალაქის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სკოლები კი, 17 თებერვლამდე დაიხურა. მონღოლეთმა, სადაც ვირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, ჩინეთთან საზღვარი დახურა. მონღოლეთის მთავრობამ სკოლები 2 მარტამდე დახურა და საზოგადოებრივი ღონისძიებები აკრძალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...