1 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,თითო-ოროლა კონგრესმენის, მეგობრობით გაკეთებული განცხადება ჩემთვის საინტერესო არ არის"

ჩემთვის საინტერესოა აშშ-ის ოფიციალური განცხადება, სადაც მიუთითებენ იმ განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება და არა თითო-ოროლა კონგრესმენის, მეგობრობით გაკეთებული განცხადება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის კონგრესმენის, რესპუბლიკური პარტიის წევრის, მარკუეინ მალინის წერილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, პირადად არ გასცნობია ამერიკელი კონგრესმენის წერილს, თუმცა აღნიშნავს, რომ „დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ მიიღებს“.

„მე არ ვიცნობ წერილის შინაარსს, თუმცა ნამდვილად ვერ მივიღებთ ისეთ კრიტიკას, რომელიც ნამდვილად დაუმსახურებელია. ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით ვითარდება და მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა განხორციელებული დაწყებული 2012 წლიდან. შედარებებიც კი საკმარისია, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების, თუნდაც ტელევიზიების მიმართულებით. ძალიან დიდია სხვაობა, რაც ხდებოდა ქვეყანაში და რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში. დემოკრატიული თვალსაზრისით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით გვაქვს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. თუმცა ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის. ამაზე მეტყველებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის ოფიციალური განცხადებები. ეს მისი სუბიექტური მოსაზრებებია .

ჩემთვის არ არის საინტერესო მისი განცხადება. ჩემთვის საინტერესოა ოფიციალური ამერიკის განცხადება ჩემთვის. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ ოფიციალური განცხადება, სადაც მიუთითებდნენ იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება და დადებითად იყო შეფასებული. თითოოროლა კონგრესმენის, მეგობრობით გაკეთებული განცხადება ჩემთვის საინტერესო არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...