1 4 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"წარწერა „ამ ცხოვრების დედაც“ გაჩნდა პოლიციაში დაბარებამდე. გამოძიება ასევე უნდა დაინტერესდეს, ვინ ან რამ მიიყვანა ბავშვი ცხოვრების ასეთ შეფასებამდე "

წარწერა „ამ ცხოვრების დედაც“ გაჩნდა პოლიციაში დაბარებამდე. გამოძიება ასევე უნდა დაინტერესდეს, ვინ ან რამ მიიყვანა ბავშვი ცხოვრების ასეთ შეფასებამდე - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. მდინარაძის თქმით, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიზიაროს. მისივე თქმით, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, დაუსჯელი არ დარჩება.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და მის ყველა ახლობელს ამ უდიდეს ტრაგედიას, რომელზეც პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავიზიაროთ. ვერავინ დარჩება დაუსჯელი, თუ სადმე დანაშაულის ელემენტარული კვალი გამოიკვეთება. ამაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მუშაობს, რომელიც სულ ახალი შექმნილია და სამართალდამცავ უწყებებში ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. ჩვენ, ასევე, შევქმენით და ავამოქმედეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. სულ ახლახანს მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსიც. ისინი მუდმივ დახვეწას და სრულყოფას საჭიროებენ და ყველას, მთელ საზოგადოებას გვაქვს სამუშაო მათ აღსრულებაზე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

როგორც მდინარაძე ამბობს, მოზარდის მიერ შესრულებული წარწერის პოლიტიკურ სლოგანად ქცევა და მისი ტირაჟირება, რისკებს შეიცავს.

„ლუკა სირაძის მიერ შესრულებული წარწერის პოლიტიკურ სლოგანად ქცევა და მისი ტირაჟირება, რბილად რომ ვთქვათ, რისკებს შეიცავს და სხვა ბავშვების ფსიქიკას აზიანებს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მსგავსი სლოგანების, თუ ფაქტების ასეთი ინტენსივობით ტირაჟირება, სუიციდის რეციდივის მაპროვოცირებელია, მით უმეტეს მოზარდებში. ლუკა კი პირიქით, ბევრ მის თანატოლს გადაარჩენს. წარწერა „ამ ცხოვრების დედაც“ გაჩნდა პოლიციაში დაბარებამდე. გამოძიება ასევე უნდა დაინტერესდეს, ვინ ან რამ მიიყვანა ბავშვი ცხოვრების ასეთ შეფასებამდე. აბსოლუტურად მისაღები, ბუნებრივი და გასაზიარებელია გულწრფელი პროტესტი მომხდარ ფაქტზე, მაგრამ უმძიმესი მოსასმენია, როცა თვითმკვლელობის ფაქტით არიან აღშფოთებული მკვლელები, ხალხი რომელიც „ნულოვანი ტოლერანტობის“ ეგიდით არასრულწლოვნის პასუხისმგებლობის ასაკის 12 წლამდე დაწევას ცდილობდა, თუმცა ახლა ამის დრო არ არის“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...