1 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ხანდახან მრცხვენია და ვფიქრობ, ნუთუ მართლა დავიმსახურე იას შვილობა???“ - ბაჩანა შენგელიას ემოციური პოსტი გარდაცვლილ დედაზე

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი შვილი, ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

"ჯოჯოხეთური ერთი წელი იმ დღიდან, როდესაც სიცოცხლე ორად გაიყო - სიცოცხლე 9 დეკემბრამდე და 9 დეკემბრის შემდეგ...


ბოლო წამამდე იმედი მქონდა, სანამ საავადმყოფოს ოთხი სართულის კიბეებზე დავიწყებდი ასვლას. მინდოდა კიბის საფეხურები არასდროს დასრულებულიყო, რადგან იქ, მეოთხე სართულზე ზუსტად ვიცოდი რაც მელოდა. მელოდა ექიმი, რომელსაც საასიკვდილო განაჩენი უნდა გამოეცხადებინა. თვალებით მითხრა ყველაფერი ...


ერთი წელია რაც სხვა სამყაროში გადავინაცვლე, ყველგან და ყველაფერში ვეძებ, ყველა ცოცხალ არსებაში, მცენარეებში. ყველგან სადაც სითბოა, სიყვარულია და ლამაზი ფერებია. ვეძებ, მაგრამ ჯერ ვერსად ვიპოვე ასეთი სილამაზე, ასეთი სიყვარული, ალბათ ამ ქვეყნად ვერასდროს ვიპოვი, მაგრამ ძებნას სულ გავაგრძელებ.


ხანდახან მრცხვენია და ვფიქრობ, ნუთუ მართლა დავიმსახურე იას შვილობა, ნუთუ ღმერთს ასე გამორჩეულად ვყვარებივარ? ვყვარებივარ კი?!


როგორ შეიძლება ამდენ სიყვარულს ადამიანი გასცემდეს? როგორ შეიძლება ამდენ სითბოს ერთი ადამიანი იტევდეს? არ ილევა სითბო და სიყვარული რაც შენგან გაცემული მიბრუნდება, დე. ალბათ რამდენ ათას მოსწავლეს და სტუდენტს გადაეცი, ყველას შენებურად, უზომოდ, გიჟურად.


წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, დაუჯერებელი და არარეალური. იმდენად არარეალური, რომ იას არყოფნაზე მეტად, მირჩევნია ჩემი იმქვეყნად ყოფნა დავიჯერო.


ვიცი, რომ მხნედ უნდა ვიყო, ისიც ვიცი არაფრით თავი რომ არ უნდა დავხარო. რადგან მე ახლა მარტო ჩემ თავს არ ვეკუთვნი, იას შვილობა ღვთის წყალობაა და ეს პატივი ღირსეულად უნდა ვატარო. ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი, მისი გზა ღირსეულად არის გასავლელი!


აქ მისი ერთ-ერთი ბოლო ფოტოა, ოდნავ ნაღვლიანი, თითქოს მომღიმარი, მაგრამ ჩაფიქრებული. ფართო, ნათელი შუბლით, სიკეთით და სიყვარულით სავსე თვალებით. როგორც თვითონ ამბობდა "რაღაცნაირ შემოდგომას" გადაღებული.


მიყვარს უზომოდ, იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე მიყვარდა, თითოეული წუთი და წამი მისი სიცოცხლის, რომელიც არასდროს არ დასრულდება, რადგან ღმერთი სიყვარული არს" - წერს ბაჩანა შენგელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...