1 0 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისათვის დასაქმების ფორუმი გამართა და ახალგაზრდებს დასაქმების რეალური შანსის გარდა, „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში  - „ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდიში“, „დანკინ დონატსში“ და „ვიანორში“ სტაჟირების გავლისა და ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამფუძნებლებისგან მასტერკლასების მოსმენის საშუალება მისცა. 

„„ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ტემპების პროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების გამორჩეულ სტუდენტებს მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში. „ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული კულტურა ითვალისწინებს, რომ კომპანიის წარმატების ისტორიას თითოეული თანამშრომელი ქმნის. შესაბამისად, ვთვლით, რომ წარჩინებული სტუდენტები საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას სრულად შეძლებენ ისეთ წარმატებულ ბიზნეს ჯგუფში, როგორიც „ვისოლ ჯგუფია“. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ მათთან ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. 

„ვისოლ ჯგუფის“ დასაქმების ფორუმზე სამსახურის დაწყების შანსის გარდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ მოისმინონ მასტერკლასები ცნობილი ტრენერის პაატა პაპავასა და კომპანიის დამფუძნებლებისაგან, ამავე დროს „ვისოლ ჯგუფში“ დასაქმებულმა წამყვანმა პროფესიონალებმა გაუზიარეს სტუდენტებს საკუთარი კარიერული წინსვლის გამოცდილება და ამისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

5000-მდე თანამშრომლით „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.  „ვისოლ ჯგუფი“  ყველა თანამშრომელს თანაბრად აძლევს განვითარების და შესაძლებლობების გამოვლენას საშუალებას. სწორედ ამიტომ, კომპანიამ 2011 წელს ჩამოაყალიბა „ვისოლ ჯგუფის“ აკადემია, სადაც ჯგუფის ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს  აიმაღლოს კვალიფიკაცია, ახალი კომპეტენციები შეიძინოს და დაწინაურდეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:12

    მეწყერს 20 ადამიანი ემსხვერპლა...

    ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში მეწყერს, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  გარდაცვლილთა შორის შვიდი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ოფიციალური უწყებების ცნობით, შესაძლოა, მსხვ...

  • 23:11

    დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდ...

     აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსალოდნელზე უფრო მალე შეიქმნება.  „ვაქცინებთან და მედიკამენტთან დაკავშირებით პროცესი კარგად მიმდინ...

  • 21:17

    სომხეთში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა მეორედ გამ...

     სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ შეზღუდვების განახლება ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს, თუმცა თუ ინფიცირების დინამიკა შენარჩუნდება, ქვეყნის ხელი...

  • 21:05

    იტალიაში დღე-ღამეში 55 კოვიდინფიცირებული გარდაიცვა...

    იტალიაში 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი კიდევ 318 ადამიანს დაუდგინდა, 55 კი გარდაიცვალა,  სულ ქვეყანაში ვირუსი 233 515 ადამიანს დაუდგინდა, 160 092 გამოჯანმრთელდა, 33 530 კი ვირუსს ემსხ...

  • 11:04

    თუ გუბერნატორები საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე უარ...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ შტატების გუბერნატორები და მერები უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მაშინ ის სამხედროებს გამოი...

  • 08:35

    არეულობა ამერიკაში - ტრამპის გადაწყვეტილებით მთელ ...

    თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არეულობის აღსაკვეთად დამატებით ფედერალური ძალებს გაგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპის პრესმდივანმა...

  • 00:42

    დამოუკიდებელი ექსპერტიზა: ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გა...

     დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.  ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ასფიქსია კისრისა და ზურგის არეში ხანგრძლივი დაწოლით იყო გამოწვეულ...