0 9 : 4 2
 | 

მსოფლიო

ოპოზცია ხვალინდელი პლენარული სხდომის ჩაშლას გეგმავს

ოპოზიცია ისევ აქციებისთვის ემზადება, ლიდერების გეგმა უცვლელია - ბრძოლა მოთხოვნების შესრულებამდე. პოლიტიკური პარტიები პლენარული  სხდომის პიკეტირებას გეგმავენ. სესია დღეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ მმართველმა გუნდმა ის გადადო. სავარაუდოდ პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მასშტაბური აქციის თარიღს კვირის ბოლოს დაასახელდება, მანამდე კი, სხვა აქტივობები, პიკეტირებები, ბოქლომების აქციები და პროტესტი ადმინისტრაციულ შენობებთან გაგრძელდება.

"დღეს იცით, რომ შეეშინდა ხელისუფლებას და გადადო დღევანდელი პლენარული სხდომა. ხვალ აპირებენ სხდომის ჩატარებას და შესაბამისად, ჩვენც ვაპირებთ პიკეტირებას. მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ყველგან და ყოველთვის ხელისუფლებას, ვიდრე დანაპირებს არ შეასრულებს, რაც ხალხს მისცა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

"გავაგრძელებთ ჩვენ ქმედებებს და დიალოგის რესურსი არის იმაში, რაც შევთავაზეთ. სხვა გამოსავალი უბრალოდ მათ არ ექნებათ. ყველგან, სადაც მივლენ დახვდებათ პიკეტი და სპეცრაზმის თახმლებით მოუწევთ სიარული," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა.

"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის შეფასებით, ოპოზიციის გეგმებს ხელისუფლების მოქმედებები განსაზღვრავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები