0 9 : 0 8
 | 

მსოფლიო

დათო ტურაშვილი: „როგორც სახელმწიფო, დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ვერ შევდგებით”

 „როგორც სახელმწიფო, დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ვერ შევდგებით. სააპელაციო სასამართლომ დღეს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.“ -  ამის შესახებ, მწერალმა, დათო ტურაშვილმა, ჟურნალისტებთან „ღვინის ქარხანა N1-ის“ სასამართლო სხდომის შეფასებისას განაცხადა, სადაც, სასამართლომ, „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მე ვფიქრობ, სასამართლოს ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ სახელმწიფოს ეხება. ძალიან მიხარია რომ აღმოჩნდნენ ადამიანები, ამ სისტემაში, სასამართლოში, რომელთაც სურვილი, ძალა, ენერგია და ნება აღმოჩნდათ, არ დაეჩაგრათ ადამიანები. ასეთი შედეგი რომ არ ყოფილიყო, მთელს საქართველოში ცუდი განვითარება მოყვებოდა. სინამდვილეში მართლა ასეაჩვენ თუ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომლის აშენებაც სახლის აშენების პროცესს გავს, საძირკველის გარეშე როგორც სახლი, ასევე სახელმწიფო ვერ აშენდება. სახელმწიფოს საძირკველი არის დამოუკიდებელი სასამართლო. თუ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვერ შევდგებით. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ნაცნობებს, უცნობებს, ვინც გადაწყვიტა დადგეს იქ, სადაც სამართალია. მადლობა ყველას გაბედულობისა და სიმართლისთვის,- ამბობს დათო ტურაშვილი.

თაღლითობა და სასამართლოში ხელების ფათური  ვერავინ  უნდა გაბედოს!“ - ასე შეაფასა  „ღვინის ქარხანა #1-ის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ გოგა კალანდაძემ.  „ღვინის ქარხანა N1-ის“ სასამართლო სხდომა, სადაც, სასამართლომ, „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გოგა კალანდაძის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ღვინის ქარხანა N1-ის“ საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო: რა თქმა უნდა, მე  მჯერა რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ დაემორჩილებიან, გაუძლებენ წნეხს, არ აიღებენ ქრთამს და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს ამ ბრძოლაში, სამართლიანობისთვის ბრძოლაში მთელი საქართველო.  თაღლითობა და ხელების ფათური სასამართლოში ვერავინ ვერ უნდა გაბედოს. ჩვენ ფუნდამენტალურ უფლებებს არ გავათელინებთ ფეხ-ქვეშ. ჩვენ ამდენი მეგობრები, ასეთი ძალა გვაქვს. წარმოიდგინეთ  იმათი ბედი, ვინც სასამართლო სხდომაზე სხედან და  ასე აბუჩად იგდებენ. წლების განმავლობაში ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში ჰყავთ. დღეს სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მადლობა მოსამართლეებს ვაჟკაცობისთვის. არ არის ასეთი მარტივი ამ თაღლითების წინააღმდეგ წასვლა. მადლობა მას ვინც გვერდში გვედგა“.

შეგახსენებთ, რომ  “ღვინის ქარხანა #1-ისსაქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა. თბილისში, პეტრიაშვილის . #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენებისშპსარტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელესააქციო საზოგადოებასავანე ღვინის #1 ქარხანა”. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.

დღეს კისააპელაციო სასამართლომსავანე ღვინის #1 ქარხანისსარჩელი, რომელიც ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები