1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არჩილ თაბაგარი: „29 ოქტომბერს „ღვინის ქარხანა #1-ის“ სამართლებრივი აბსურდი დასრულდება!“

 „იმედია 29 ოქტომბერს  „ღვინის ქარხანა #1-ის“ ირგვლივ შექმნილი სამართლებირვი ქაოსი და აბსურდი დასრულდება!“ - ამის შესახებ, „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ადვოკატი, არჩილ თაბაგარი იმედს გამოთქვამს რომ  სიცრუეზე აგებული სარჩელი დაუკმაყოფილებელი დარჩება, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლო დავაში წარმოდგენილი სარჩელი ფალსიფიკაციაა.

„24 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ დადასტურდა რასაც მე ვაცხადებდი, რომ  სარჩელი არის სრული ფაბრიკაცია და ტყუილზე აგებული. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება რომ მოდავე კომპანიამ 2004 წელს ქონება  გაასხვისა სრულიად მართლზომიერად.

ამ მტკიცებულების საწინააღმდეგო არცერთი მტკიცებულება არ გაჟღერებულა და ვერც გაჟღერდება. არსებობს მოდავე კომპანიის აქციონერთა კრების ოქმები, რომელიც იყო ჩვენთვის მიუწვდომელი. როგორც იქნა ჩვენ მოვიპოვეთ. არსებობს მოდავე კომპანიის  დირექტორის აღიარებები, რომლითაც დასტურდება რომ 2004 წელს ქონება მოდავე კომპანიამ სრულიად მართლზომიერად გაასხვისა.

2015 წლის იანვარში აღძრული სარჩელი ეფუძნება სრულ ფაბრიკაციას. იმ ფაქტების საწინააღმდეგოა, რაზეც მე ახლა ვისაუბრე.

ანუ, მათ სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მიზნით უნდოდათ საკუთრება მოეპოვებინათ იმ ობიექტზე, რომელიც მათ 2014 წელს გაასხვისეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი იმისა რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდება არის ძალიან დიდი. იმიტომ რომ  სხვა შემთხვევაში მოსამართლე დაარღვევს მხარის ნებას. არ შეიძლება ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს!

მოლოდინი იმის რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდება ძალიან დიდია. უბრალოდ, მე კიდევ მოვუწოდე სასამართლოს, და ვფიქრობ რომ ეს გაზიარებული იქნა. გადაწყვეტილება 29 ოქტომბერს 11:00 საათზე გამოცხადდება. მოველი რომ 29 ოქტომბერს ის ქაოსი, რაზეც ახლა იყო საუბარი, ის სამართლებრივი აბსურდი, რაშიც 5 წელია ‘ღვინის ქარხანა იმყოფება დასრულდება“,-ამბობს თაბაგარი.

ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომელიც ამჟამად მოდავე კომპანიის ინტერესებს იცავს აცხადებს რომ მათი მტკიცებულებები მყარია, რაც ქმნის იმის მოლოდინს რომ მათი სარჩელი დაკმაყოფილდება.

„დაახლოებით 50 ან მეტი მტკიცებულებაა წარდგენილი. ისინი არის  ერთმანეთთან კავშირში. სრულიად მყარი  და აბსოლუტური საფუძველია იმისთვის რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს. რას იზამს სასამართლო ამას ვერ გეტყვით. წინაზეც გითხარით, რომ ასეთი მტკიცებულებების არსებობის პირობებში. ორგზის ორმა სასამართლომ უარი გვითხრა. ამიტომ პროგნოზს ვერ გავაკეთებ“,-ამბობს არჩილ კბილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  “ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.

თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს.

 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”.

 მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო. „ღვინის ქარხანა #1-ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...