1 4 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ნამდვილად მჯერა, რომ ქალაქს აქვს ხასიათი. და საერთოდ, ქალაქი ბიოლოგიური არსება მგონია, უხარია, უყვარს, ტკივა...“

დავით ლიკლიკაძის იდეალური ქალაქი უნდა იყოს ძველი, ისტორიული წარსულის, ვიწრო ქუჩებითა და ევროპული არქიტექტურით

#ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“   შემოქმედებით კონკურსს, რომელმაც სტარტი 24 სექტემბერს აიღო და კონკურსანტებს  ელის. კონკურსის მიზანია საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა კონკურსანტმა გადაიღოს მოკლე ვიდეო, ან შექმნას ფოტოკოლაჟი, რომელშიც გვიამბობს შერჩეული ქალაქის შესახებ, კადრში გამოიყენოს „ბორჯომის“ პროდუქცია, ატვირთოს საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი, დაურთოს ტექსტი მისი ქალაქის შესახებ და გაუზიაროს  მისი ნამუშევარი მეგობრებს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და საკონკურსო ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com

სოციალურ ქსელში ატვირთული ნამუშევრის ლინკი კი უნდა გამოაგზავნოს ელ. ფოსტაზე - [email protected]

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის. აუცილებელი პირობაა, ჩანდეს კავშირი ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის. საინტერესოა თუ როგორ ხედავს და გრძნობს კონკურსის მონაწილე ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს.

დავით ლიკლიკაძე ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“   შემოქმედებით კონკურს #ქალაქიხასიათით, პროექტის კოორდინატორია ქალაქ ქუთაისში. ალბათ, მიმიხვდებით, ის ასე უბრალოდ და ხელაღებით არ შეურჩევიათ პროექტის ორგანიზატორებს. ის სწორედ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძველ ქალაქთან - ქუთაისთან ასოცირდება- თავისი იუმორითა თუ უბრალოდ ინდივიდუალობით. ერთი სიტყვით, დავით ლიკლიკაძე ქუთაისის კოლორიტია - ხშირად გვსმენია. ალბათ,  საინტერესოა, მისივე თვალით დანახული ეს ქალაქი და რას შემოგვთავაზებდა, თავად რომ ყოფილიყო კონკურსანტი?!

-          დავით, როგორია შენი ქალაქის ხასიათი?

-          ნამდვილად მჯერა, რომ ქალაქს აქვს ხასიათი. და საერთოდ, ქალაქი ბიოლოგიური არსება მგონია, უხარია, უყვარს, ტკივა...ქუთაისი შეიძლება ითქვას კარგი ხასიათის ქალაქია, აქ ყველა ხუმრობს, ყველა იცინის, თითქოს პრობლემები არ გვაქვს. გვაქვს როგორ არა, მაგრამ ის ყოველთვის კარგ ხასიათზეა. მოკლედ ქუთაისი არის ლაღი, ჯანსაღი და ოპტიმისტური ხასიათის ქალაქი.

-          დამიხასიათე შენთვის იდეალური ქალაქი...

-          იდეალური ქალაქი უნდა იყოს ძველი, ისტორიული წარსულის, ვიწრო ქუჩებითა და ევროპული არქიტექტურით. ქალაქს უნდა ჰქონდეს კოლორიტი, უნდა გააჩნდეს ყველანაირი თანამედროვე ინფრასტრუქტურა და უნდა იყოს ძალიან მწვანე, სადაც უფრო მეტი ადამიანი ივლის ეკო ტრანსპორტით და ფეხით. თან ქალაქი დიდი არ უნდა იყოს, მისი ფეხით მოვლა უნდა შეგეძლოს 2-3 საათში.

-          ქუთაისი თუ აკმაყოფილებს შენს იდეალებს?

-          აი, რაც ჩამოვთვალე ყველაფერი აქვს ქუთაისს გარდა ყველაზე მწვანე ქალაქის სტატუსისა. მინდა ამ ქალაქში ბევრი ხე იყოს, ბევრი ველოსიპედი

-          რას შეცვლიდი? რა არ მოგწონს შენს ქალაქში?

-          ჩემს ქალაქს არ აქვს ფუნქცია, იგი მეგაპოლისი ვერ გახდება, რკინიგზამ გვერდი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აუარა, ახლა კი ავტობანმა. არ წარმოადგენს საზღვაო ქალაქს, არც სასაზღვროს, არც საკურორტოს. ამიტომ ამ ქალაქის ერთადერთ გადარჩენას პარლამენტში ვხედავ. შევცვლიდი იმას რომ დავუბრუნებდი მას საპარლამენტო სტატუსს.

-          შენ და შენი ქალაქი .. ამდენად გევხართ?

-          ფიზიკურად ის უფრო უკეთესია აშკარად (ვხუმრობ), ხასიათით კი. თხემით ტერფამდე ქუთაისელი ვარ!

-          რამდენი ხანი ძლებ შენი ქალაქსი გარეშე?

-          მხოლოდ 3-4 დღე.

-          რომ არა ქუთაისი სად დაიბადებოდი?

-          არ ვიცი სად დავიბადებოდი, მაგრამ თუ მერე ქუთაისს მოვძებნიდი, აუცილებლად აქ გარდავიცვლებოდი.

-          ბორჯომის პროექტზე რას გვეტყოდი? მიიღებდი თუ არამონაწილეობას და რას შემგვთავაზებდი, როგორ დაგვანახებდი ქუთაისს - პრობლემებით  თუ ჩვეულებრივ უდარდელ და მხიარულ ქალაქად

-          კარგად ვიცნობ ამ პროექტს, ძაან მაგარი კონკურსია. აუცილებლად ვურჩევდი ყველას მასში ჩართვას. გარდა იმისა, რომ კარგი შანსია ფინანსურად, ამასთან ძაან მაგარია ჩვენი ქალაქების პოზიციონერების საქმეში. მაგარი იდეაა...

-          რას უსუვებდი შენს თავ და შენს ქალაქს?

-          ჩემი ქალაქი ევროპის ყველაზე ძველ ქალაქებს შორის ხუთეულშია. თავისთავად ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ძველია. საკუთარ თავს ვუსურვებდი ასაკში ჩემი ქალაქივით კარგად გამოვიყურებოდე J)))))

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...