0 0 : 4 8
 | 

მსოფლიო

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - შეიძლება დღეს გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. დაანახვეთ, რომ მისი მადლიერი ხართ, მასზე გაბრაზებული არ ხართ და ბედნიერებაც უსურვეთ.


კურო - თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ საქმეები კარგად მიგდით. ნუ იდარდებთ, თუ რამეს ვერ ყიდულობთ. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ახალი ნივთი უფრო ფუფუნებაა ვიდრე აუცილებლობა. მოერიდეთ ზედმეტ იმპულსურობას.

ტყუპი - სწავლისა და მუშაობის პარალელურად, მეტად ჩაერთეთ მხიარულ საქმიანობაში. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. უბრალოდ, ნუ გაუმხელთ საიდუმლოს იმას, ვინც ერთხელ უკვე გიღალატათ.

კირჩხიბი - აქტიური და ენერგიული ხართ. დილითვე განიხილეთ კოლეგებთან მიმდინარე საკითხები და შეუდექით მათ მოგვარებას. სხვა დღისთვის გადადეთ ტესტირება და გასაუბრება.

ლომი - დღეს გამოიყენებთ იმ ცოდნას, რაც ადრე გქონდათ ნასწავლი. ახლობლები ხვეწნის გარეშეც კი დაგეხმარებიან საქმეების მოგვარებაში. დღის მეორე ნახევარი გამონახეთ აქტიური კონტაქტებისთვის.

ქალწული - გრანდიოზული იდეების განხორციელებას დღეს ვერ შეძლებთ და ამის გამო ნუ შეყრით ღრუბლებს. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საკითხების მოგვარებას. თუ თავს ვალდებულად არ თვლით, არავის არაფერი გაუკეთოთ.

სასწორი - -0:13შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ამიტომ მსუბუქად შეხედეთ მოვლენებს, ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ სწავლას, ახალი ინფორმაციის მიღებას.

მორიელი - საინტერესო შემოთავაზებებსა და წინადადებებს მიიღებთ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, იყავით მეტად თვითდისციპლინირებული. საღამო საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. უფროსი ნათესავები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან.

მშვილდოსანი - გახსოვდეთ, რომ შეიძლება ყველაზე ძლიერი და უხეში ადამიანიც კი გულის სიღრმეში გულჩვილი და მიამიტი იყოს. დღეს ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ადამიანებს უთხრათი ის, რისი გაგონებაც ესიამოვნებათ.

თხის რქა - შეიძლება თქვენი მუშაობის კონკრეტულ შედეგს ჯერ ვერ ხედავთ, მაგრამ გამარჯვებას სულ მალე მიაღწევთ. დღეს დააკვირდით ინფორმაციას, რომელსაც მიიღებთ და ადამიანებს, ვინც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან.

მერწყული - შეიძლება გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, ყველასთვის გასაგებად ილაპარაკოთ. შეიძლება ვიღაც ჯიბრში ჩაგიდგეთ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციოთ, საკუთარი გამარჯვებისთვის იბრძოლეთ.

თევზები - ხმაურიან და ხალხმრავალ გარემოში მოგიწევთ მუშაობა. თუმცა, არ უნდა მოცდეთ გართობაზე და საკუთარი ვალდებულებები მაინც უნდა მოაგვაროთ. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრა. კარგად ჩამოაყლიბეთ თქვენი პოზიცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...