1 9 : 1 1
 | 

მსოფლიო

ნაბიჯები, რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებისთვის, სრულ მხარდაჭერას იმსახურებს - გახარია

ნაბიჯები, რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებისთვის, სრულ მხარდაჭერას იმსახურებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის ნაბიჯი რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გადადგა, სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობის მხრიდან.

„ამ ნაწილში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სრულად გვესმის და ვიაზრებთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცვლითი კურსი და მასთან დაკავშირებით ფასების ზრდა. რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, ის ნაბიჯები, რაც გადადგა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებისთვის – ჩვენ მთავრობა ამ ნაბიჯს სრულად მიესალმება და მხარს უჭერს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით დავიცვათ, როგორც ლარის კურსი ასევე ფასების სტაბილურობა. რამეთუ გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობს, რომ ეს განხორციელდება სრული კოორდინაციით ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის. დღეს ის ნაბიჯი რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობის მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ უკვე ბიზნესთან სრული კომუნიკაციით გავაკეთებთ ყველაფერს რამეთუ ის იაფი რესურსი გამოთავისუფლებული, რომელიც საბანკო სექტორმა უკვე შეუძლია მიაწოდოს ეკონომიკას ეფექტურად იყოს ათვისებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:26

    "ამერიკის სული" ანათებს! გიზიარებთ, რომ ყველამ გან...

    "ამერიკის სული" ანათებს! მოხარული ვარ, რომ ამ ლამაზ ექსპონატს გიზიარებთ, რომ ყველამ ნახოს და განიცადოს ეს სილამაზე  საშობაო სეზონისთვის!" – წერს მელანია ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში და ვიდ...

  • 19:40

    ვიდეოკადრები დატბორილი ვენეციიდან...

    13 ნოემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო ვენეციაში წყლის დონემ ბოლო 50 წლის მონაცემებით რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია. დატბორილია სან-მარკოს მოედანი, რომელიც ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარეობს.ვენეციის არხების ...

  • 10:23

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დ...

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია, რომლებიც ახლომდებარე მედ-პუნქტებში გადაიყვანეს. როგ...

  • 13:38

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს...

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს - გამოცემა "ნიუსვიკის" ინფორმაციით, ალ ბაღდადის ადგილს სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი აბდულა ქარდაში დაიკავებს. ქარდაში ბაღდადმა აგვისტოში...

  • 17:38

    წყალდიდობის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი...

      იტალიაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით ქალაქი რიოალბარა დააზიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალ...

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...