1 8 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე “მონოჰოლი” იხსნება

მულტიფუნქციური სივრცე „მონოჰოლი“, რომელიც 2000 ადამიანს იტევს,  28 სექტემბერს პირველ სტუმრებს უმასპინძლებს. სწორედ 28 სექტემბერს ივენთების სერია DCBL „MONO HALL“-ში, რომელიც ბაქრაძის 2 ნომერში მდებარეობს,  მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის სცენის ლეგენდად წოდებულ ბრიტანელ დაბ-ტექნო პროდიუსერს Andy Stott წარმოგიდგენთ. 

მისი სადებიუტო ალბომი Merciless 2006 წელს გამოვიდა, შემდეგ მოჰყვა Unknown Exception და Luxury Problems, 2014 წელს კი მისი რელიზი Faith In Strangers Resident Advisor-ის გამოკითხვის მიხედვით 2014 წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა. Andy Stott-ის ჟღერადობა უნიკალური და განსხვავებულია, რაც მრავალი წარმატებული ექსპერიმენტით არის განპირობებული. 

სთოთთან ერთად ლაივ შესრულებით მსმენელის წინაშე ასევე ბრიტანული სცენის გამორჩეული მოღვაწე და Delsin Records-ის ოჯახის წევრი Claro Intelecto წარდგება. ტექნოსა და ჰაუსის საკუთარი უნიკალური ფორმებით წარმოდგენა კლაროს სავიზიტო ბარათია.
Peace of mind EP-ის გარდა, მისი მნიშვნელოვანი რელიზებია "Metanarrative" და "Reform Club", ასევე რემიქსი რომელმაც მისი კარიერა განსაზღვრა, depeche mode's 1982 "Leave in silence". 

კლარო ახალი რელიზით დელსინს 2017 წელს, ალბომით "Exhilator" დაუბრუნდა, ბოლო ალბომის "Reform Club"-ის რელიზიდან კი 5 წლის გასვლის შემდეგ "Exhilarator" კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ახალი რელიზი ნამდვილად მაღალი ხარისხისაა და დრომ მისი როგორც პროდიუსერის სახელი მნიშვნელოვნად გააძლიერა.

 არტისტებს მასპინძლობას ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ლადუკა ნინუა პროექტით OIMACTTA და კლუბ მტკვარზე-ს რეზიდენტი BERO გაუწევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...